სურნელი, რომელიც კაცის და ქალის ვნებებს ამძაფრებს - გოგრის და კიტრის საიდუმლო
კულინარია - 08:22, 14 Feb, 2021     3450
გემო, სუნი და მეხსიერება - ის, რაც გვმართავს და რასაც ადამიანის მეხსიერება ინახავს. ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სიყვარულის ელექსირზე წერს და გოგრის და კიტრის საიდუმლოს გვიყვება - რომელი მოქმედებს კაცის ვენბაზე და რომელი ქალისაზე? როგორ მადდება სიყვარულის ელექსირი, სასმელი, რომელიც აუცილებლად უინდა გასინჯოთ.

ესმა კუნჭულია:

„მე სამზარეულოში მეცნიერებიდან მივედი - ჯერ გემოსა და სუნის მეცნიერულად კვლევა დავიწყე და შემდეგ გადავწყვიტე ყველა ის გემო და არომატი აღმედგინა და შემესწავლა, რაც ჩემსა და ჩვენსა და დანარჩენი კაცობრიობის მეხსიერებაშია შენახული;

ამ კვლევების დროს - მთავარი „არსება“ დამხვდა, 1 კილო 800 გრამიანი ამოუცნობი ობიექტი - ტვინი, რომელიც ყველა საიდუმლოს ნაოჭებს ქვეშ ინახავს;))) ამიტომ ტვინის „ბურღვა“ დავიწყე;)))

ფორმულა ასეთია - ადამიანი გარესამყაროს აღიქვამს 5 გრძნობით; ალბათ, იცით, რომ მეტნაკლებად ეს 5-ვე გრძნობა გვჭირდება ხინკლის დაგემოვნებისას - მზერა, შეხება, სმენა, ყნოსვა და გემო... მაგრამ აქედან 2 რეცეფცია - გემო და სუნი გასტრონომიის მთავარი მსახურია;)))

და არა მხოლოდ ხინკალი და ქაბაბი;))) სუნი და გემო მოქმედებს ჩვენს ყველა სხვა გრძნობაზე და მთლიანად ყველაფერზე...

გემოთი და სურნელით გვიყვარდება ან გადაგვიყვარდება, ვართ საქმიან ხასიათზე ან არ ვართ, სუნი მოქმედებს საქმიან მოლაპარაკებებზე, ბავშვობის მოგონებებზე... და ვნებებზე!!!!

პროფესორმა ალან ჰირშმა ექსპერიმენტით დაადგინა, რომ მამაკაცების ვნებას ქალის სუნამოებზე მეტად ამძაფრებს - გოგრის სუნი და ქალის ვნებებს - კიტრის სუნი!!!

და რატომ გოგრა და კიტრი ამაზე პასუხი არ არსებობს!!!

ერთი ფაქტია - ორივე მცენარე უხსოვარია და როგორც ჩანს ენაამოდგულმა კაცობრიობამ, როცა სუნით ამოცნობის ნაცვლად უკვე საყვარელი ადამიანის სახელის დაძახება ისწავლა - ის წამი დაიმახსოვრა - უხსოვარი კიტრისა და გოგრის ხასხასა სურნელით!!!

სუნი „ოხერია“ - არომატული მოლეკულები ცხვირისა და ხახის გავლით ტვინის იმ ნაწილში მუშავდება, რასაც ღრმა ლიმბური სისტემა ჰქვია და იქვეა ემოციების შეგრძნების ტვინის ნაწილიც;

ამიტომ სურნელს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ემოციებზე!!!

დაყნოსავ ვანიალიან ორცხობილას და მესამე კლასში გადაცხოვრდები; სუნი გვეხმარება დროში თამამად ვიმოგზაუროთ!!!!

და მთავარი: უძვირეს სუნამოებზე მეტად ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს ნატურალური სუნები, კიტრი, გოგრა, ბალახი, სუფთა ჰაერის, ვანილის, დარიჩნის....

და ამიტომ: პროფესორი ალან ჰირში გირჩევთ - რომ თუ გსურთ მამაკაცის ან ქალის გული მოიგოთ, მუდმივად უნდა გქონდეთ სუნი, რომელიც მათ ბავშვობას ახსენებს...

ბავშვობა კი ბედნიერია და ასდის: ვანილის, დარიჩინის, ზახულის არდადეგების მინდვრების და ზღვის ტალღების სუნი...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42