საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას - ონლაინ განვადებას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:13, 26 Apr, 2021     2396

26 აპრილი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას. ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად ციფრული გამოცდილება შესთავაზოს.

ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო. საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებლმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივე იუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ყოველგავრი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტივად მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის ვადაში) განახორციელოს. ასევე, მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და გრაფიკი.

რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტის საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირება მაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი ბიზნესს მიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.

„ონლაინ განვადების პროდუქტი მსოფლიოში წამყვანი და წარმატებული განვადებების გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორც მომხმარებლის, ასევე მერჩანტების საჭიროებები და ინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ მათ. აღნიშნული განვადების ფარგლებში, მომხმარებელი სასურველი პროდუქტის ყიდვას სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, ბანკთან და მაღაზიასთან კონტაქტის გარეშე და მისთვის ხელსაყრელი პირობებით შეძლებს. მერჩანტები კი პირველ რიგში პროდუქტის საკუთარ პლატფორმებზე ინტეგრირებას, და ამავდროულად, პოტენციურ მყიდველთან დაკავშირებას შეძლებენ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკი საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/online-installment/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42