კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმაურება დავით გარეჯის ინციდენტს და შსს-ს გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ:
"დავით გარეჯში მომხდარი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს.
დღეს, 2021 წლის 04 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. ჩვენი ინფორმაცით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. თუმცა ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა. მასთანავე ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს ავიტ გარეჯშ ნასვმა მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირები და მოქალაქეები თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები