რა საფრთხეებს გვარიდებს ბინის დაზღვევა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:54, 05 May, 2021     1530

ჩვენი ცხოვრება გაუთვალისწინებელი მოვლენებითაა სავსე. ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია, თუმცა არსებობს გზა, რომელიც გვეხმარება წინასწარ შევაფასოთ ყველა საფრთხე და ფინანსური ზიანის შემთხვევაში მივიღოთ ანაზღაურება. ასე მუშაობს დაზღვევა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სერვისია დღევანდელ ცხოვრებაში. მისი გამოყენება მით უფრო საჭირო ხდება, თუ საქმე ეხება ბინის დაზღვევას - როგორც ძვირადღირებულ ქონებას. ბინის დაზიანება, როგორც წესი, დიდ ხარჯებს უკავშირდება. ჩვენი ბინის გარდა, შესაძლოა მეზობლის ბინაც დავაზიანოთ, რაც ხარჯებს აორმაგებს.

ბინის დასაზღვევად საჭიროა კარგი სადაზღვევო პაკეტი შევარჩიოთ, რომელიც ყველა საფრთხეს გაითვალიწინებს და ამავე დროს, ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. თიბისი დაზღვევაში სწორედ ასეთ ნაკრებია შექმნილი, სადაც თქვენზე მორგებულ პირობებს აღმოაჩენთ.

დაზღვეული რისკები

ბინის დაზღვევა საშუალებას გვაძლევს ყველა ის საფრთხე განსაზვღოთ, რამაც შესაძლოა დაგვაზიანოს და მოულოდნელი ფინანსური ზიანი მოგვაყენოს.

თიბისი დაზღვევა აგინაზღაურებთ თანხას თუ არა მხოლოდ თქვენი ბინის კედლები და რემონტი, არამედ მასში განთავსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც დაიზიანდება.

უფრო მეტიც, თქვენ დაზღვეული გექნებათ ასევე თქვენი პასუხისმგებლობა და მეზობლის ბინის დაზიანების შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ დავას თუ ურთიერთობის გარკვევას. თქვენი მიზეზის გამო, მეზობლის ბინაში შექმნილ დაზიანებასაც თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.

ამ ნაკრების კიდევ ერთი უპირატესობა გაქირავებული ბინის დაზღვევის შესაძლებლობაა. თუ ბინას აქირავებთ, ეს ნაკრები ნამდვილად გამოგადგებათ, თქვენ აგინაზღაურდებათ დამქირავებლის მიერ მიყენებული ზიანიც.

ბინის დაზიანება მოულოდნელ ფინანსურ ხარჯებს იწვევს, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ ვიყოთ და დაგვჭირდეს ფულის სესხება, კრედიტის აღება და თანხის სწრაფი მობილიზება. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მოულოდნელი უსიამოვნო სიურპრიზები, საჭიროა წინასწარ დავაზღვიოთ ჩვენი ქონება, რომელიც ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შედეგად კი აღარ მოგვიწევს ნერვიულობა თუ:

• მეზობლისგან შემოსული წყლით დაზიანდება ან განადგურდება ქონება;

• კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მოგვადგება ზიანი;

• ზიანს გამოიწვევს ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლა;

• ბინა დაზიანდება ხანძრით ან აფეთქებით;

• ბინა დაზიანდება სტიქიური მოვლენების გამო;

• ზიანი მოგვადგება ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით ან ვანდალიზმით.

რა ღირს დაზღვევა

თიბისი დაზღვევაში ბინის სადაზღევო ნაკრებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და 12 ლარიდან იწყება. მისი საბოლოო ღირებულება კი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე - რა ფართისაა დასაზღვევი ბინა და აქირავებთ თუ არა მას. ნაკრების ფასის გამოთვლა თავადაც შეგიძლიათ ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორის დახმარებით.

რაც შეეხება ანაზღაურების ლიმიტებს, ეს პირობაც ხელშეკრულებაში წინასწარაა განსაზღვრული. ბინაში განთავსებული ავეჯი, საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკა დაზღვეულია მაქსიმუმ 20 000 ლარით. შიდა მოპირკეთების და რემონტის დაზიანება ანაზღაურდება კვადრატულ მეტრზე 300 ლარით, ხოლო მესამე პირის ქონების დაზიანება ანაზღაურდება კვადრატულ მეტრზე 300 ლარით, ანაზღაურების ლიმიტი კი მაქსიმუმ 10 000 ლარია.

ბინის დაზღვევის შეძენას ძალიან მარტივად შეძლებთ. პოლისის მიღება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი - ესტუმრეთ თიბისი დაზღვევის ვებგვერდს tbcinsurance.ge და შეავსეთ ფორმულარი. თანხის გადახდის შემდეგ პოლისს ელექტრონულ ფოსტაზე სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ.

თიბისი დაზღვევის ციფრული სერვისები გაგიადვილებთ სადაზღევო კომპანიასთან ურთიერთობას - დისტანციურად შეძლებთ გადასახადის გადახდას და ანაზღაურების მოთხოვნას. პოლისის მიღების შემდეგ კი თქვენი ბინა ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეებისგან ერთი წლის ვადით იქნება დაზღვეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42