ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
საზოგადოება - 15:45, 05 May, 2021     954
სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 29 აპრილიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია; რისკების დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად - ლევან ალადაშვილი; ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების და საოპერაციო დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად - გიორგი ჩანადირი.

პაშა ბანკს ტოვებს არდა იუსუფ არკუნი, რომელსაც 2018 წლიდან ბანკში გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. პაშა ბანკში რისკების დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს ასაფ ჰუსეინოვიც, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა. არდა და ასაფი ფაშა ჰოლდინგში გააგრძელებენ მუშაობას.

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება ოთხი დირექტორისგან:

  • დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ შურღაია;
  • დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი - სელიმ ბერენტი;
  • დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი - ლევან ალადაშვილი;
  • დირექტორთა საბჭოს წევრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების და საოპერაციო დირექტორი - გიორგი ჩანადირი.

პაშა ბანკი საქართველოს ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ 1995 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და კრედიტისსპეციალობით. ის ასევე ეკონომიკის მაგისტრია და ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

ნიკოლოზმა კარიერა 1994 წელს საქართველოს ექსიმბანკში(შემდგომ გაერთიანებული ქართული ბანკი) დაიწყო, სადაც 2002 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2004 წელს ის მოსკოვში, ABN AMRO BANK-ის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. 2005-2008 წლებში კილონდონში, EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფშიძირითადი ბანკირი იყო.

ნიკოლოზ შურღაია 2008-2009 წლებში თბილისში, VTB ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა; ხოლო 2009-2011 წლებში მას მინსკის Belarusky Narodny Bank-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციებიეკავა.

ნიკოლოზი 2012-2014 წლებში ბაქოში, Rabitabank-ის გამგეობის თავმჯდომარე იყო,ხოლო 2016-2020 წლებში-Yelo Bank-ის.

ნიკოლოზ შურღაია 2011 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში მომუშავე ფინანსური ინსტიტუტების(საქართველოს საფონდო ბირჟა,პაშა ბანკი საქართველო, Bank Moscow-Minsk, EvrotorgInvestBank, Caspian Financial Group)დამოუკიდებელი მრჩეველია.

„პაშა ბანკი ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ორგანიზაციაა. 2015-2016 წლებში პაშა ბანკ საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და მიხარია, რომ ახლა ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მეორე მხრივ, ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და საინტერესოა რთულ ეკონომიკურ პერიოდში სამშობლოში უცხოური ბანკის ხელმძღვანელობა. ამასთან, მუშაობის პირდაპირ ეფექტებთან ერთად საშუალება მეძლევა, სხვადასხვა მიმართულებითვიყო სასარგებლო, მათ შორის, ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდა მენეჯერებს, რომლებიც მრავლად არიან ბანკში, განვითარებაში ხელი შევუწყო,“- განაცხადა პაშა ბანკის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. პაშა ბანკის ქვებრენდიარე|ბანკი, რომლის მიზანია, გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42