კოვიდაფეთქების ფონზე "თბილისის სითი მედიქალში" წამლების მარაგი ამოწურულია - პაციენტები და მედპერსონალი კლინიკაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ
COVID-19 - 17:08, 05 May, 2021     1032

კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ფონზე "თბილისის სითი მედიქალში" მყოფი პაციენტები და მედპერსონალი კლინიკაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში მედიკამენტების დეფიციტია, პერსონალი კი იძულებული ხდება, შემცვლელი წამლები გამოიყენოს.

კლინიკის ხელმძღვანელობა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, ცოტა ხნის წინ კი სამედიცინო დაწესებულებაში რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ.

"ყველამ რეაგირება გავაკეთეთ, ვინც ვიყავით პალატაში, არა მხოლოდ მე, სხვებმაც დარეკეს, არ ჰქონდათ წამლების მარაგი, მოვითხოვეთ ჯანდაცვიდან, რომ ეს მარაგი ყოფილიყო. ისინი დაინტერესდნენ ვინ გასცა ეს ინფორმაცია. გეპარინი არ იყო, ანტიბიოტიკი შეგვიცვალეს ახლით, იმიტომ, რომ ძველი არ იყო, მე როგორც ალერგიული ადამიანი, გაღიზიანების ვარიანტები მაქვს და მძიმე მდგომარეობაში მაგდებს, ამიტომ შევშფოთდი", - განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.

რაც შეეხება მედპერსონალს, ისინი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობას მათთვის დაახლოებით სამი თვეა, ხელფასი არ მიუცია. კლინიკის დირექტორის მოადგილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში მედიკამენტებიც არის და მედპერსონალს ხელფასი სულ რამდენიმე დღით დაუგვიანდა:

"მედიკამენტების პრობლემა არ ყოფილა ნამდვილად, სულ 5 დღის გადასულები ვართ კოვიდზე და შესაბამისად არაფრის პრობლემა არ გვაქვს, ჯერჯერობით, ჯვარი გვეწეროს.

ხელფასებზე რამდენიმე დღე შეიძლება არის გადაცდენა, 5 აპრილს გაიცა ხელფასები, წესით 5 მაისს უნდა გაცემულიყო, ეტყობა დასვენების დღეების გამო გაჭირდა ცოტა გადმორციხვები, რამდენიმე დღეში ველოდებით" - განაცხადა კლინიკის დირექტორის მოადგილემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42