თბილისში გარდაცვლილი ყაზახი გოგონას საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მასზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.
"შემთხვევის შესახებ არაფერი ვიცი, მხოლოდ ჩანაწერი მაქვს მოსმენილი, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მეგობარს გაუგზავნა. ამ ჩანაწერში ნათქვამია, თუ როგორ ამცირებდნენ და ძალადობდნენ მასზე. ვიცი, რომ ერთს ბექა ჰქვია, ის ქართველია, მეორე კი მურად მეირბეკოვი, ის საქართველში ცხოვრობს და მანდ სხვა გვარი აქვს. იყო მესამე კაციც, მისი სახელი არ ვიცი, ქართველი 50-წლამდე კაცია.
როგორც მე ვიცი, ჩემი და სამსახურში გამოიძახეს იმ დღეს, ჩანაწერში ისმის თუ როგორ ეუბნებიან, რომ თითქოს ის ყაზახებმა ქართველებს მიჰყიდეს. ამას ჩანაწერით გეუბნებით, ორჯერ იძალადეს ჩემს დაზე. ახმედოვი ჩვენი ნათესავია, მან ჩამოიყვანა ჩემი და საქართველოში, ის მანქანების გადაზიდვით იყო დაკავებული და ოფისში სამუშაოდ ჩაიყვანა ჩემი და საქართველოში", - ამბობს გარდაცვლილის და.
მასალის გამოყენების პირობები