ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გამოსასყიდი გირაო უკვე გადახდილია, თუმცა, პროკურატურას ამ დრომ დე არ მიუმართავს სასამართოსთვის, რომ გირაოს შუამდგომლობა დაეყენებინა.
მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ენმ-ს თავმჯდომარე პატიმრობიდან გათავისუფლდეს, ახლა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, თუმცა არც პროკურატურას და არც სასამართლოს დაცვის მხარესთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია:
"პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას. გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით და აღნიშნულის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იქნება იმსჯელოს შუამდგომლობის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა არც სასამართლოსა და არც პროკურატურასთან. არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. არც პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ", - განაცხადა კონდახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები