"ენმ"-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ყოფილ თანაპარტიელს, სალომე სამადაშვილს, პასუხობს , რომელმაც "ფეისბუქზე“ კომენტარი დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ნაციონალური მოძრაობა ინტელექტისგან დაცლილი პარტიაა":
"აბსოლუტურად არ ვეთანხმები, პირიქით. ძალიან სამწუხაროა. თუ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია დაიცალა ინტელექტისგან, არის ძალიან შორს რეალობისგან. ძალიან გული მწყდება, რომ მსგავსი განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამ ყველაფრის, მე მას წარმატებას ვუსურვებ. მას აქვს თავისი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. ყველა ჩემს პარტნიორს, ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვ, რომ ნუ დავესხმებით ერთმანეთს თავს. ეს განცხადება არ ემსახურება ჩემი სურვილების ასრულებას, რომ ერთმანეთს თავს აღარ დავესხათ, რადგან მინიმუმ სიმართლეს არ შეესაბამება და ბევრ ადამიანს ადგება შეურაცხყოფა“, - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები