ცხინვალი ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებაში ლუგარის ლაბორატორიის კვალს ხედავს
საზოგადოება - 10:01, 22 Jul, 2021     763

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი დე ფაქტო რესპუბლიკაში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიის აფეთქებასთან ლუგარის ლაბორატორიის კავშირს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში ცხინვალის რეგიონის სასაზღვრო ზოლის ზოგიერთ სოფელში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა აფრიკული ჭირისგან ღორის სიკვდილის შემთხვევები აღწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ვითარება დაფიქსირდა 2016, 2017 წლებშიც, როდესაც აფრიკული ჭირისგან 1000-ზე მეტი ღორი დაიღუპა და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სოფლის მეურნეობას.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელის იგორ კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ცხელება 2007-2018 წლებში სამხრეთ ოსეთში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა“, - აღნიშნულია რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველო განზრახ მალავს ღორის აფრიკული ჭირის თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე, დროებით სასაზღვრო სოფლებში გავრცელების ფაქტებს. ამასთან ერთად, ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი დაავადების გავრცელების ლუგარის ლაბორატორიასთან კავშირზეც მიანიშნებს:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ ოსეთში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიის აფეთქება დაკავშირებულია ე.წ. "ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის” მუშაობასთან, რომელიც ატარებს კვლევებს ჭირის, ბრუცელოზის, ჯილეხის, დენგეს ცხელების, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ატიპური ფორმების სფეროში და იყენებს პათოგენებს, რომელთა საშუალებითაც თბილისის რეჟიმი ახორციელებს ბიოტერორისტულ აქტებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აფრიკული ჭირის შედეგად ღორის სიკვდილის შემთხვევები ფიქსირდება. შემთხვევების სიმრავლით რამდენიმე სოფელი გამოირჩევა, მათ შორის, ვანათი და სარაბუკი. „ეხო კავკაზას“ თანახმად, იმ სოფლებიდან, სადაც დაფიქსირებულია ინფექციის შემთხვევები, აკრძალულია არა მხოლოდ ცოცხალი ღორის, არამედ ყველა სახის ცხოველის, ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტი.

წყარო: რადიო თავისუფლება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42