კოალიცია ივანიშვილის წინააღმდეგ - ნიკა მელია გამაერთიანებელი კანდიდატი და ოპოზიციის მთავარი რაუნდი გადამწყვეტი ბრძოლის წინ
პოლიტიკა - 17:04, 22 Jul, 2021     3478
ვინ იბრძოლებს თბილისისთვის და ვინ იქნება დედაქალაქის მერი?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განაცხადი - ჯერი ოპოზიციაზეა.

ოპოზიცია და მისი ლიდერი, რომელიც ევროპამ სულ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ პატრიმრად აღიარა და გამოსასყიდი გირაოც კი გადაიხადა ივანიშვილის ტყვეობიდან დასახსნელად, ე.წ. ანტიბიძინისტური კოალიციის შესაქმნელად ემზადება.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, კონსულტაციები საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე დიდი ხანია დაწყებულია. ის, რომ ნიკა მელია ამ ბრძოლაში უალტერნატივოა, ამაზე ყველა მოქმედი პარტია თანხმდება. მეტიც, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და გაერთიანებულიოპოზიციის ლიდერი შესაძლოა თბილისის მერის პოსტზე ზეპარტიული კანდიდატი გახდეს. ჩვენი ინფორმაციით მელიას მხარდაჭერას უცხადებენ როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტყო ოპოზიციურ პარტიები.

„ნიუპოსტი“ ჯერჯერობით თავს შეიკავებს იმ სავარაუდო პოლიტიკური სიბუექტების ჩამონათვლისგან, რომლებიც ერთად მოიყრიან თავს თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც დიდი ალბათობით მივიღებთ - „დიდი ოპოზიციური კოალიცია ივანიშვილის წინააღმდეგ“.

თუ ე.წ. ანტიბიძინისტური ძალების გეგმა - ნიკა მელია გახდეს ზეპარტიული კანდიდატი, განხორციელდა, რისთვისაც ოპოზიციის პრინციპულ ნაწილში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მაშინ ამოცანა - „ხელისუფლება 43%-ს ქვემოთ“, რეალისტური ხდება.

„ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, თავად ნიკა მელია და მისი პოლიტიკური ძალა, „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა მაქსიმალური კომპრომისისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, იქმნება რეალობა, როდესაც ან ოპოზიციურად ხარ განწყობილი და მხარს უჭერ მელიას ან მისი კონკურენტობა, ფაქტობრივად, ივანიშვილის თამაშას ნიშნავს.

როგორ „ნიუპოსტს“ ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში ეუბნებია, აღნიშნული გეგმის განხორციელება, მიმდინარე კონსულტაციებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად რეალურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42