მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს დამსახურებული არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი და პირველი არხის წამყვანი 30 წლის განმავლობაში იყო. იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი, სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი, ასევე მუშაობდა ფსიქოლოგად და ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
სამსახიობო საქმიანობა მანანა მაჩაბელმა 1961 წლიდან დაიწყო. მუშაობდა სანკულტურის, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ, კოტე მარჯანიშვილის და რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში.
ბიოგრაფიული ცნობები
1961-1963წწ. სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1987წწ. ქ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1977-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი; 1991-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი; 1992-1996წწ. მოზარდთა სახლი "ამქორის" ფსიქოლოგი-პედაგოგი (დრამოთერაპია); 1977-1988წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორი, შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია - ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, 1988-2007წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი. საგნები: ზოგადი ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კომფლიქტებისა და სტრესების მართვა, კომუნიკაციის თეორია (მოწვეული პედაგოგი). ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006).
მასალის გამოყენების პირობები