დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიების ინიციატივას წარმოადგენს, რადგან სხვა შემთხვევაში ეპიდემიის შეკავება შეუძლებელი გახდება:
„განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ნებისმიერი სახის თავყრილობაზე - იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, ფესტივალი თუ სხვა. ეს დავალება შესაბამის ორგანოებს მიეცა და აღსრულება აუცილებლად გამკაცრდება.
ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ.
თუ ეს და კიდევ რამდენიმე ჩვენი წინადადება შესაბამისად არ იქნება აღსრულებული, მაშინ სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება ინიციატივები. ჩვენ ყველა პარამეტრით დღეს გვაქვს იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები