დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ ვაქცინაციის 19 ათასი ჯავშნიდან 3 ათასი გაუქმდა. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ადამიანთა ჯგუფი მიზანმიმართულად იკავებს ჯავშანს და შემდეგ აუქმებს, თუმცა, დასაშვებია ისიც, რომ ეს პირები ინფიცირდებიან და ამ მიზეზით აღარ ცხადდებიან აცრაზე. გამყრელიძის თქმით, გაუქმების მიზეზებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლობს:
"გუშინ გვქონდა 19 ათასი ჯავშანი და დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე. ჩვენ ვსწავლობთ გაუქმების მიზეზი რა იყო, შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ჯავშნის და აუქმებს. თუმცა შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და აღარ მიდიან აცრებზე, გვქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნილი ქონდათ "სინოფარმი" და გადაჯავშნეს "ფაიზერი", - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები