დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთჯერადად აცრილთა ინფიცირების მაჩვენებელი 0,9%-ია, ორჯერადად აცრილებში კი ეს ციფრი 0,3%-ია. რაც შეეხება გარდაცვალების სტატისიკას, წელს გარდაცვლილი პირებიდან 99,7% არ იყო აცრილი:
"გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და გარდაცვლილთა 99,7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორეს მხრივ გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის, 0,3 ორჯერ აცრილებში და 0,9 ერთხელ აცრილებში და აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით თხუთმეტჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა თხუთმეტი ჯერადობით იცავს.
ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი შეიძლება, დაიღუპოს 1, ხოლო 1000 ადამიანში, რომლესაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15, თხუთმეტჯერადი განსხვავებაა. ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები