2 გარდაცვლილი და 148 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
Covid 19 • 1651215658 68

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 945-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 312 საიდანაც, 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310