3 წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის ჯარიმა - რუსეთში ანტივაქსერების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებენ

Covid 19 1637760060

რუსული ციხე

რუსეთში ანტივაქსერების წინააღმდეგ ბრძოლა გაამკაცრეს. მედიის ცნობით, ნოემბრის განმავლობაში რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურს უკვე 37 საქმე აქვს გადაცემული. მასალების შეგროვებით Росздравнадзор-ია დაკავებული. 

უწყების ყურადღებას იპყრობენ ის ადამიანები, ვინც მოსახლეობაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან სოციალურ ქსელებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით.

ამ მხრივ კარელია გამოირჩევა, სადაც 18 საქმეა აღძრული, შემდეგ მოდის როსტოვის (8 საქმე) და ვოლგოგრადის (5 საქმე) ოლქები. 

ანტივაქსერს, პროპაგანდისთვის, კანონმდებლობის თანახმად, 3 წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება, ხოლო თუ დამტკიცდა, რომ ამ პროპაგანდის შედეგად ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა, სასჯელი 5 წლიან პატიმრობას და 2 მილიონი რუბლის ჯარიმას ითვალისწინებს.

ამასთან, განსაკუთრებული სიმკაცრით ანტივაქსერი მედიცინის მუშაკები დაისჯებიან. მათ დამატებით სსკ-ს 207-ე მუხლით გასამართლება ემუქრებათ - “ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
„პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით“ - კახა კალაძე

„ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს  ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება  მიუღებელია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთა...

პოლიტიკა 1713265983

კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე“ - კახა კალაძე მშვიდობის ინდექსზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.   როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრ...

პოლიტიკა 1713265638

გოგლა ჟვანია
„ამ კანონით შეგვიძლია ივანიშვილს რუსეთის აგენტი ვეძახოთ“ - გოგლა ჟვანია აქციიდან

 "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია რუსული კანონის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მისი მიღების შემდეგ, ლეგალური უფლება გვექნება ივანიშვილს რუსეთის აგენტი ვეძახოთ, რადგან...

პოლიტიკა 1713265569

კალაძე
„საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს, ამიტომ არც პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გამოუვათ“ - კახა კალაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ქმედებები - კონკრეტული პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს...

პოლიტიკა 1713262548

მათიკაშვილი
„ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ“ - დავით მათიკაშვილი

"ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილი...

პოლიტიკა 1713260851

პარლამენტი ჩხუბი
"გაგარჭობ მიკროფონს...ნაბიჭვარი ეს...გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა შენ, ქათამი ეს" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე ხმაურია. პოლიტიკური განცხადებების დროს, "ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატები დროდადრო ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. მთავარი თემა რუსული კანონია. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდ...

პოლიტიკა 1713260599