დაბეჯითებით ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს - რას წერს თენგიზ ცერცვაძე

Covid 19 1658776348    862

ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენმერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოცქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დაბეჯითებით ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ პაქსლოვიდი და რემდესივირი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები, რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა
-------------------
მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება. ა.წ. 20 ივლისს მსოფლიოში COVID-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა (მათ შორის აშშ-ში - 367, ბრიტანეთში - 144, ისრაელში - 27 და ა.შ.). ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც ომიკრონის შტამებით გამოწვეულ COVID-ს სერიოზულად არ აღიქვამს.

საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საბედნიეროდ COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები (საბედნიეროდ დიდი უმცირესობა), რომლებსაც აღიზიანებთ ეს სიტუაცია?! და ისეთებიც არიან, რომლებიც COVID ავადობის და შესაბამისად გარდაცვალების შემთხვევების მატების დროს ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს ლანძღავენ. ხოლო მაშინ, როცა ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, ცდილობენ ეს ფაქტი არ შეიმჩნიონ ან თვლიან, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების დამსახურება კი არ არის, არამედ უბრალოდ გვიმართლებს?! რას ვიზამთ, ეს ადამიანებიც ჩვენი სინამდვილის ნაწილია და მათთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.

COVID არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით

COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე. ამის გარანტია ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის COVID-ზე დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულება და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და რემდესივირი და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი (ფევარინი), ფავიპირავირი, კოლხიცინი და სხვ.) რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიჭს
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...

შემთხვევა 1660508280

გაპარვა
მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.  "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...

საზოგადოება 1660506867

პოლიცია
დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ქალზე

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბის...

კრიმინალი 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობა
პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...

ეს საინტერესოა 1660505671

ასტროპროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...

ეს საინტერესოა 1660505460

ვანო ნადირაძე
"გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო..." - რას წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აფხაზეთში ომის დაწყების 30 წლისთავს ეხმაურება: "აფხაზეთის ომიდან, უკრაინის ომამდე... 30 წელი გავიდა.... მე 52 წლის ვარ. სამწუხაროდ ჯერ არ მქვია ომში გამარჯვებ...

სოცმედია 1660505280