დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი, "მიუ" შტამი - იმნაძის განმარტება

Covid 19 1631733171

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“  ეთერში კორონავირუსის ახალ, "მიუ" შტამზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში „მიუ“ შტამი არ დაფიქსირებულა და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში პრობლემას „დელტა“ და „დელტა +“-ის შტამები წარმოადგენს.

„დღეს, არის შტამები, რომლებიც შეშფოთების საგანია და არის შტამები, რომლებიც არიან ინტერესის საგანი. „მიუ“ შტამი ჯერჯერობით არის ინტერესის საგანი, აი მაგალითად „დელტა“ არის შეშფოთების საგანი. „მიუს“ აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე. „მიუ“ შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს - ასე, რომ მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია, ის ინტერესის სფერო სწორედ იმიტომ, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. ჯერჯერობით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მუტაციები სულ იქნება, „მიუ“ იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა. ჩვენთან გავრცელებულია „დელტა“, მათ შორის, „დელტა +“, რომელიც უკვე დაახლოებით 20%-ია და ამაზე ვიფიქროთ ჩვენ, რომ როგორ დავიცვათ თავი ამისაგან. მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რომ რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია, სიკვდილიანობა და შემდგომ პირველი და ძირითადი რეკომენდაცია რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ“, - განაცხადა იმნაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე
"გაფრთხილებდით! ვამბობდი! რომ არჩევნები დამღუპველია ამ პანდემიის დროს" - რას წერს ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სიძულვილის ბანერს ეხმაურება, რომელიც უკვე რამდენიმე ქალაქშია გამოკრული, და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.  "გაფრთხილებდით! ვამბობდი! რომ არჩევნები დამღუპველია ამ პანდემიის...

სოცმედია 1632046225

მეუფე სტეფანე
მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი სრულად განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 6  სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა - მისივე გადაწყვეტილებით, მათ საეკლესიო სამოსის ტარებაც ეკრძალებათ, დღის ბოლომდე უნდა...

საზოგადოება 1632045549

ჟორჟოლიანი-კვარაცხელია
"იმედია, ხელისუფლება კანონიერ ქურდს შვილის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებას მისცემს" - ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი და "ენმ"-ს წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი თვლის, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი, გია კვარაცხელია, შვილის პანაშვიდზე უნდა ჩამოვიდეს და ამის უფლება ხელისუფლებამ უნდა მისცეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქს...

სოცმედია 1632045370

გამსახურდია-კვარაცხელია
"თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთ**რე ეს რა ბიჭი მოკალით..თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები" - გიორგი გამსახურდია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია,  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ბოდიში ჩემი ავყიობისთვის, უბრალოდ ეს ისეთი...

სოცმედია 1632045013

გიორგი ვაშაძე
სამტრედიაში ჩვენი კანდიდატი 8 საათით ჩაკეტეს და ზეწოლას ახდენდნენ - ვაშაძე

მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ სამტრედიაში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი გუშინ მთელი დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" მხრიდან დავალებით უკანონო თავისუფლების აღკვეთაში იმყოფებოდა...

პოლიტიკა 1632044309

ბებუა აქცია
ირაკლი ბებუას დედა ღარიბაშვილთან შეხვედრას 2 თვეა უშედეგოდ ითხოვს - აქცია კანცელარიასთან

უკვე 1 წელი გავიდა ირაკლი ბებუას ტყვეობიდან - ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ახალგაზრდას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ....

საზოგადოება 1632040413