დავით გოგინაშვილი: „მჯერა, რომ ვაქცინა გვიცავს და აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ პანდემია"

Covid 19 1638959163

გოგინაშვილი

„ისტორიულად ასეა, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა მრავალი საშიში ინფექციისგან“,- „თეგეტა ჯგუფის“ მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგინაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასრულებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. როგორც იგი ამბობს, პანდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს. თავადაც სწორედ ამიტომ აიცრა. 

„გულწრფელად არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექიმები გვირჩევენ.

გაიკეთებს თუ არა ვაქცინას ადამიანი, ეს, რასაკვირველია, მისი გადასაწყვეტია და მე მხოლოდ ჩემი მოსაზრების გაზიარება შემიძლია.

ყველამ ვიცით, ყოველ შემთხვევაში, ისტორიულად ასეა, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა მრავალი საშიში ინფექციისგან და ამის ჩამოთვლას ახლა არ ვაპირებ.

თუმცა ხომ ფაქტია, არა, რომ ჩვენ აღარ ვიღუპებით ყბაყურისგან, წითელასგან, ჩუტყვავილასგან, დიფტერიისგან, პოლიომიელიტისგან და მრავალი სხვა ინფექცია-ვირუსისგან.

მჯერა, რომ ვაქცინა გვიცავს და აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ პანდემია! რატომ ავიცერი? ჩემი აზრით, ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ! 

...და არამც და არამც ეს მოწოდება არაა, მეგობრებო! ეს მხოლოდ ჩემი, როგორც ცალკე აღებული ინდივიდის და საზოგადოების წევრის აზრია და მორჩა!

უნდა გავერთიანდეთ, რათა დროულად დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ისევ ვიმოგზაუროთ, ისევ სრულად შევიგრძნოთ სიცოცხლის ძალა, ისევ შევავსოთ ეზოები ბავშვების ჟრიამულით, ისევ ბოლომდე მივიყვანოთ შეჩერებული გეგმები, ისევ ვიყოთ ლაღები და ბედნიერები, ისევ გვიხაროდეს ხელის ჩამორთმევა, ისევ დავანახოთ ერთმანეთს კეთილი და გულწრფელი ღიმილი, ისევ ჩავეხუტოთ ერთმანეთს და #ავიცრათერთმანეთისთვის ,

აქვე გენიოსის სიტყვებსაც მოვიშველიებ: „სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამცთუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ - სვე-ბედი თვითონ ქვეყნისა, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალი თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება“ /ი.ჭავჭავაძე/ ",- წერს დავით გოგინაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763

სალომე ზურაბიშვილი
"პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია" - პრეზიდენტის ინტერვიუ TV5 Monde-თან

"ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს... პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია," - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომ...

პოლიტიკა 1713450634

თორნიკე გოგრიჭიანი
 „მომავლის ინერცია და ერთობა ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსული სახადი“ - თორნიკე გოგრიჭიანი

მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა, სოციალურ პლატფორმა instag...

სოცმედია 1713448973

ქვილითაია
„ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის.. არა რუსეთს!“ – გიორგი ქვილითაიას ევროინტეგრაციის მხარდაჭერი გზავნილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ასევე ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაია უერთდება.   გიორგი ქვილითაია საკუთარ ისნტაგრამზე...

სოცმედია 1713448800

ლენტიი
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში: რა გახდა ტაბიძის ქუჩაზე 3 ადამიანის ლიკვიდაციის მცდელობის მოტივი - ახალი დეტალები)

ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში - ვაკეში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.   წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გა...

კრიმინალი 1713448620