"გამომათრიეს და მორგთან ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა 20 წუთში ისევ დამირეკეს, რომ დედაც გარდამეცვალა" - მარიამ მეტრეველი

Covid 19 1631540520

მარიამ მეტრეველი

მარიამ მეტრეველი, რომელმაც კორონავირუსით დედ-მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მარიამის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"გულწრფელი ვიქნები, რომ სულ მიკვირდა დიდი ტრაგედიის დროს სოციალურ სივრცეში წერის დროს როგორ პოულობენ-მეთქი... მაგრამ ეიფორიის შემდეგ პირველი რაც გამახსენდა, იყო რომ ჩემი უბედურება გამეზიარებინა, მხოლოდ ნუგეშისთვის...
ჩემს 27-ე დაბადების დღეზე დაიწყო ჩემი უდიდესი ტრაგედია, 5 დღე იყო მდორე, შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი... პირველი იყო მამა, უმწეო, საოცრად ტკივილიანი დღეები, უჟანგბადობისგან გალურჯებული ტუჩები და შემდეგ სასწრაფოს ხმაური... მეორე დღეს ვითხოვე შველა, დედასაც მინდოდა დავხმარებოდი, იმ იმედით რომ ის ამერდებინა მამას მდგომარეობას, ჩვენ ბოლომდე არავინ ვიცით რა ვერაგია კოვიდი და აქედან გამომდინარე, მეგონა ორივეს ვუშველიდი...
შემდეგ დაიწყო თეთრი ღამეები, უკიდურესი ნერვიულობა, ენით აღუწერელი, საზარელი წვალება, ოთხ კედელში გამოკეტილი, მეც კოვიდიანი ვიბრძოდი შორიდან და თურმე ვერც ვაცნობიერებდი როგორ ნელ-ნელა უჭირდათ ორივეს სუნთქვა... არცერთი არ მანერვიულებდა, ჩემ ხმას რომ იგებდნენ მატყუებდნენ რომ კარგად იყვნენ, მაგრამ შიში მკლავდა...
ოთხშაბათი რომ გათენდა, დედამ დამირეკა, შველას მთხოვდა, ისე იყო დაუძლურებული, რომ დედის ამ მდგომარეობამ მიწა გამომაცალა, ველაპარაკე, ვევედრე, მივდიოდი, მივდიოდი და ვწერდი, არ ვფიქრობდი, ვევედრებოდი რომ არ მივეტოვებინე, ვევედრებოდი, ამასობაში მამას ტელეფონიც გაითიშა.
მიმღებში ვითხოვდი შველას, დედ-მამის ნახვას, მაგრამ არ შემიშვეს, ერთი კეთილშობილი გოგო მომიჩინეს, რომელიც იყო ჩემი ინფორმატორი, მერიდებოდა, მაგრამ სულ ვურეკავდი, ავიკელი... ოთხშაბათ საღამოს, მომწერა... მამათქვენი სტაბილურად არის, მაგრამ დედათქვენი ისევ სიპაპზეა და ჯერ აპარატზე არ გადაუყვანიათო... დამპირდა, ხვალ გაჩვენებთ მშობლებსო, ალბათ შევეცოდე, უთხრეს რომ უიმედო მდგომარეობა იყო. იმ ტექსტში იმედი არ იკითხებოდა.. მივხვდი რომ დავიკარგე, მაგრამ გაუჩერებლად ვლოცულობდი, გაუჩერებლად, გაუჩერებლად!!!!!
ხუთშაბათი რომ გათენდა, დაგვირეკეს, მამათქვენი დამძიმდაო, უკვე მივდიოდი, რომ მივედი მითხრეს რომ გარდაიცვალა... მაშინ გავუგე ყველას ტკივილს, ვისაც მამა აღარ ყავს, გამომათრიეს და მორგთან ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა ალბათ, 20 წუთში ისევ დამირეკეს, ისევ დამირეკეს და მითხრეს რომ დედაც გარდამეცვალა...
მაგ წუთას, მივხვდი რას ნიშნავს რომ კვდები, მაგრამ სხეულს ამოძრავებ, ჩემი ყმუილი გავაგონე ყველას... ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი გამომეცალა, 9 სექტემბრის მაგ საზარელ დილას 30 წუთში დავობლდი... შემდეგ არ მახსოვს არაფერი, მაგრამ ჩემი გასაჭირი დაუვიწყარია.
თქვენ მსჯელობთ, აიცრათ თუ არა, ბჭობთ გაურკვეველ სისულელეებზე...
შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩემმა ლოდინმა სამუდამოდ გამაუბედურა... ვერასდროს ვიპოვი შვებას, დავბერდი, დავბერდი.. ცოცხალ-მკვდარი დღეს ყველას თვალებში ვეძებდი შველას. ალბათ არასდროს გინატრიათ სიკვდილი, ისე რომ აცნობიერებდით თქვენს ნატვრას, მე გავაცნობიერე...
ვერაფრით გადმოგცემთ ჩემს მადლიერებას, ვინც ასე დამიდექით გვერდით, ყველაზე მეტად მორალური თანადგომა მჭირდებოდა, სხვა არაფერი მინდოდა და მინდა. ამ ტრაგედიამ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დამანახა, თუ შევძლებ და ისევ ვიპოვი იმედს, რომელიც პირველად დავკარგე, მერე გეტყვით რომ ისევ ცოცხალი ვარ" - წერს მარიამი.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კოვიდი
34 გარდაცვლილი და 662 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

გასული დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი კიდევ 3 534-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

Covid 19 1632120599

ანზორ მელია
ყველანი უნდა ჩადგნენ საქართველოს გადარჩენის რიგებში იმიტომ, რომ ვიღუპებით - ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ზუგდიდის ენმ-ს მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარადგინა. მელიამ სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მიმართა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ესაუბრ...

პოლიტიკა 1632120307

თურნავა
ნათია თურნავა - ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1632118864

თურნავა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1632118644

რუსეთის პარლამენტი
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენ...

მსოფლიო 1632114500

კორონავირუსი დედამიწა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229 მილიონს გადააჭარბა

 worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 229 მილიონს გადააჭარბა.  ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.7 მი...

Covid 19 1632114378