კოვიდით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის გამოძიება დაიწყო
Covid 19 • 1677753964 219

რეგულირების სააგენტომ, ბოლო 3 წელში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის შესწავლა დაიწყო- 5 პაციენტის საქმეზე, 18 ექიმ-სპეციალისტს პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც გამოცემას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 2 ექიმ-სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ-სპეციალისტს კი "წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა.
ოფიციალური მონაცემებით:
2020 წელს დაწყებულ იქნა 13 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;
2021 წელს - 36 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;
2022 წელს - 30 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა.
დასრულებულია 10 შემთხვევის შესწავლა, საიდანაც 5 შემთხვევაში, გამოვლინდა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა და აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 ექიმ-სპეციალისტს (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს) განესაზღვრა სხვადასხვა ზომის პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის, 2020 წლის 1 სამედიცინო შემთხვევაში, 2021 წლის 3 სამედიცინო შემთხვევაში, 2 ექიმ- სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ- სპეციალისტს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება; 1 სამედიცინო შემთხვევის განხილვა გადაიდო (დამატებითი შესწავლის მიზნით)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633