როგორ შეიქმნა დროის მოკლე მონაკვეთში ვაქცინები და რატომ უნდა ვენდოთ მათ უსაფრთხოებას

Covid 19 1637827551

ვაქცინა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია სულ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. ვირუსის გამოჩენისთანავე არაერთმა კომპანიამ დაიწყო ვაქცინების შექმნა. რამდენიმე მათგანმა  ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინის მიღება მოახერხა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი აცრაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ მოკლე დროში შექმნილ ვაქცინას არ ენდობა.

რა გზას გადის ვაქცინა შექმნიდან - ამცრელ პუნქტამდე

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) ინფორმაციით, თავდაპირველად, ვაქცინები ლაბორატორიებში იქმნება. მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, როგორიც არის ვირუსები, რომლებიც იწვევს მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS), შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS). SARS-Cov-2, ვირუსი, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ს, აღნიშნულ კორონავირუსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მეცნიერებს, წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ჰქონდათ საჭირო ცოდნა, რაც შეიძლება მალე დაემზადებინათ ვაქცინა, რომელსაც კოვიდის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.

ლაბორატორიაში, ვაქცინის შექმნის შემდეგ, კლინიკური ცდის სამი ფაზა იწყება, რათა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. კორონავირუსის შემთხვევაში, ცდების ტემპი დაჩქარდა, თუმცა არცერთი ფაზა არ გამოუტოვებიათ.

კლინიკურ ცდებში მონაწილეობა მიიღო ათობით ათასმა სხვადასხვა ასაკის, რასისა და ეთნიკური კუთვნილების მოხალისემ. ცდებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია, განსაკუთრებით კი - მძიმე დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ.

ასევე, კლინიკურმა ცდებმა ცხადყო, რომ ვაქცინაციის შემდეგ, 8 კვირის განმავლობაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი სერიოზული ეჭვი  არ გაჩენილა. უკვე რამდენიმე თვეა, კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.

იმის მიუხედავად, რომ კლინიკური ცდები დასრულდა და ახლა ვაქცინაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, ვაქცინების უსაფრთხოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აშშ-ში ასობით მილიონი ადამიანი აიცრა, ყველა შემთხვევას აკვირდებიან. როგორც CDC-ში ამბობენ, ადამიანთა ერთ ნაწილს არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს, ნაწილს კი დაუფიქსირდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც სხვა ბევრი პრეპარატის მიღებას ახლავს თან - ტკივილი ან შეშუპება ჩხვლეტის ადგილას, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება... ეს რეაქციები ნორმალურია და ნიშნავს, რომ სხეული დაცვის გამომუშავებას იწყებს.

ვაქცინაციის შემდეგ სერიოზული გართულებები იშვიათია.

„კოვიდ 19“-ის ვაქცინები სწრაფად შექმნეს და აწარმოეს, რომ პანდემიასთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე, ადამიანებისა და მეცნიერების გამარჯვებით დასრულდეს. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მიმართონ უახლოეს ამცრელ პუნქტს, რათა კოვიდისგან დაიცვან საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850