რომელ ობიექტებზე მოუწევთ ვაქცინირებულებს "მწვანე პასპორტების" წარდგენა?

Covid 19 1637752556

მწვანე პასპორტი

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საზოგადოებას იმ ობიექტების სია გააცნო, სადაც სრულად ვაქცინირებული პირები 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტებით" ისარგებლებენ, ესენია:

  • რესტორნები, კაფეები, ბარები,  - ღია და დახურული სივრცეები;

  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;

  • სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;

  • სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;

  • სასტუმროები;

  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

ამასთანავე, გიორგი ღიბრაძის თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც:

  • აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;

  • წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;

  • გადაიტანა კოვიდინფექცია.

ღიბრაძის თქმით, მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა:

"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა, აქვს გადატანილი კოვიდინფექცია. თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება უკვე მუდმივად. თუ ადამიანს აქვს PCR ტესტი გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის, ან თუ გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი" - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438

ჩანადირი.jpg
"ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

 ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპიზის ტაძარზე საუბრობს. "დღეს ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში. 1965 წელს ააფეთქეს, რომ გზა გაეყვანათ.არადა, მანამდე 1000...

სოცმედია 1713616830