"სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ან თუ ხართ კონტაქტი, PCR ტესტი უფასოა" - რა ინფორმაციას ავრცელებს NCDC-ის თანამშრომელი

Covid 19 1642176038    142

ტესტი

სიმპტომების არსებობისა და კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, მოქალაქეებს PCR ტესტირება უფასოდ ეკუთვნით - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, გიგა გვეტაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ომიკრონი გააქტიურდა, დაიწყო საგრძნობი მატება ახალი შემთხვევების. მე, როგორც დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი და საკითხში კომპეტენტური პირი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნებისმიერ თქვენგანს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში(სიცხე,ხველა,თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გვერდების ტკივილი და ა.შ) ან თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ!!!!

სახელმწიფო ანაზღაურებს თქვენს როგორც სწრაფ, ასევე პჯრ კვლევას.

მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: თუკი ბოლო 72 საათის განმავლობაში სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არ ხართ გატესტილი (უფასოდ), მიდიხართ ნებისმიერ პოლიკლინიკაში თუ ნიმუშის ამღებ დაწესებულებაში რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში(ანუ უფასოდ გიკეთებთ სწრაფ ტესტს), ეუბნებით თქვენი ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ, უფასოდ იკეთებთ სწრაფ ტესტს, ელოდებით შედეგს 15-20 წუთის განმავლობაში და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ითხოვთ უფასო პჯრ (PCR) ტესტის ჩატარებას , ეს მათი ვალდებულებაა!!!! იცოდეთ თქვენი უფლებები და ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში !!! ადამიანის ჯანმრთელობა და პანდემია ფულის საკეთებელი თემა არ არის , იცოდეთ თქვენი უფლებები.

ასევე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას , ის რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უფასოდ გეკუთვნით ტესტირება არ ნიშნავს იმას რომ ისტერიულად ყოველ 72 საათში ერთხელ იკეთოთ სწრაფი ტესტი და შემდეგ პჯრ კვლევა!!! გაზრდილი მოთხოვნა pcr ტესტებზე ზრდის ლაბორატორიებზე დატვირთვას, იწვევს ლაბორატორიული სეგმენტის გადატვირთვას და ხდება პასუხების შეფერხებით გაცემა. სანამ ტყუილა გაიტესტებით დაფიქრდით რომ ვიღაც სხვას თქვენს ახლობელს ან თუნდაც გვერდში მდგომს უფრო მეტად ჭირდება დროზე მიიღოს მისი კვლევის შედეგი , რადგან სახლში მოხუცები ყავს , პატარა ბავშვები ყავს და ა.შ.

P.S - ვისაც მწვანე პასპორტი არ გაქვთ, არ იცრებით და არც გადაგიტანიათ კოვიდი - სახელმწიფო რესტორანში შესასვლელად და თქვენი გულაობისთვის საჭირო ტესტს არ აფინანსებს!!!!

გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავლობას, დაიცავით დისტანცია რიგებში. ყველას გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ან გადასცეთ თქვენს ახლობლებს ეს ინფორმაცია რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ინფორმირება მოვახდინოთ, - წერს გიგა გვეტაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686