სკანდალური სიმართლე კოვიდზე - რა წერია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნაში

Covid 19 1677510593

კორონავირუსი XE

Covid 19-ის პანდემია, დიდი ალბათობით,  ინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს.

ამ დასკვნის მიხედვით, ვირუსი ლაბორატორიაში ახალ იარაღზე მუშაობის დროს არსებობდა და ის ჩინელ მეცნიერებს შემთხვევით „გაეპარათ“.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის „ზომიერად სარწმუნოა“ და 100%-იანი სიზუსტით ამ ვერსიაზე საუბარი, ბუნებრივია შეუძლებელია. 

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანგარიში შეერთებული შტატების 17 წამყვანი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნას ეფუძნება. ალტერნატიული ვერსია, რომელსაც აშშ-ის მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებდნენ, ცხოველს (მაგ. ღამურას) უკავშირდებოდა, საიდანაც ვირუსი სხვადასხვა გზით ადამიანებს გადაეცა. 

2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის გლობალურ პანდემიას ჯანდაცვის ორგანოები აშკარად მოუმზადებლები შეხვდნენ. მას შემდეგ, ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად 7 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. მან, ასევე, ეკონომიკის რამდენიმე სფეროს, განსაკუთრებით ტურიზმს, უდიდესი ზარალი მიაყენა.

კორონავირუსი პოლიტიკური დებატების საგანიც გახდა. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას „ჩინურ ვირუსს“ უწოდებდა და ამით ფაქტობრივად, რასობრივი დისკრიმინაციის ინსპირირება მოახდინა. მისი შემცვლელი, ჯო ბაიდენი, პირიქით, ამ თემის პოლიტიზებას ერიდებოდა. პოლიტიზებულია ასევე ეპიდემიის გამომწვევი მიზეზების დადგენის საკითხიც.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნა 4 წინა თეორიას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ვირუსი ლაბორატორიიდან ცხოველის ორგანიზმით გააღწია. რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მას ამ საკითხზე ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებია და კვლავაც ორ ვერსიას განიხილავს. ორივე ვერსიის ავტორები ერთ დასკვნაზე თანხმდებიან – ვირუსის გაჟონვამდე ჩინურ ლაბორატორიაში ახალი ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ის, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებში ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსია არსებობს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმაც განაცხადა.

„არსებობს ორი ძირითადი პოზიცია და კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ საბოლოო დასკვნისთვის მეტი ინფორმაციაა აუცილებელი, რომელშიც აშკარად არ არის საკმარისი,“ – განაცხადა სალივანმა.

 

მისივე თქმით, ამ პროცესში ენერგეტიკის დეპარტამენტის ჩართვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება იყო, რათა ამ რთული საკითხის დასადგენად ყველა რესურსი, ინსტრუმენტი და ძალისხმევა იყოს გამოყენებული.

აშშ-ის დაზვერვის პირველი დასკვნის მიხედვით, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გავრცელდა. ეს ფაქტი 2019 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ვირუსთან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილე სამი მეცნიერი ვირუსით ინფიცირდა.

რაც შეეხება ჩინეთის ოფიციალური სტრუქტურების პოზიციას, ისინი უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ამასთანავე, უჰანში საერთაშორისო კომისიის ჩასვლას და გამოძიების ჩატარებასაც არ თანხმდებიან.

pia.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438

ჩანადირი.jpg
"ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

 ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპიზის ტაძარზე საუბრობს. "დღეს ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში. 1965 წელს ააფეთქეს, რომ გზა გაეყვანათ.არადა, მანამდე 1000...

სოცმედია 1713616830

კიბო
მეცნეირებმა კიბოს შერჩევით გამანადგურებელი ნანონაწილაკები შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ცილოვანი მიკრომასალები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ათავისუფლებენ ნანონაწილაკებს,რომლებიც თავს ესხმიან და ანადგურებენ კიბოს სპეციფიკურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟუ...

ჯანმრთელობა 1713615582

ირაკლი ღარიბაშვილი
“როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ გავ­ხდეთ [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა...

პოლიტიკა 1713614632

სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348

ირაკლი კობახიძე
პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან - კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...

პოლიტიკა 1713612275