"სრულ სიბნელეში დავდივარ, არ ვიცი როგორი იქნება ხვალინდელი დღე" - თინა ხიდაშელი ისევ გერმანიაში მიდის

Covid 19 1631536357

თაითლი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გადაცემაში „ექიმები“  ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. იგი პოსტკოვიდური დღეების შესახებ ჰყვება:

„უკვე მეშვიდე თვეა, ექიმების მეცადინეობით, თანდათანობით ვცდილობთ მდგომარეობიდან გამოსვლას.ეს პერიოდი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავად კოვიდის მკურნალობის ორი თვე. აქ უკვე სრულ სიბნელეში დავდივარ და არ ვიცი, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ტკივილი მოიმატებს, თუ შემცირდება. თუ რა ტიპის ახალ პრობლემებთან მოგვიწევს შეჭიდება.ბევრი მოულოდნელი სამწუხარო სიუპრიზი იყო, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვალმა საერთოდ ფუნქცია დაკარგა, საერთოდ გათიშული იყო. იმედი მაქვს რომ იყო და ახლა აღარ არის, ჯერ არ ვიცი როგორია მდგომარეობა. ამან გამოიწვია მობილობის დაკარგვა, ვერ ვდგებოდი, ვერ ვმოძრაობდი. ხელებსაც კი სრულფასოვნად ვერ ვიყენებდი.

დღის სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულად ვარ. მალე ვიღლები. დღის მეორე ნახევარში ენერგია აღარ მაქვს. გარეთ ძირითადად არ გავდივარ, მაგრამ თუ მიწევს, ერთსაათიანი შეხვედრაც კი გარეთ, ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ამ წუთს კუნთების ტკივილი იმდენად აღარ მაქვს, გაცილებით დიდი პრობლემაა სახსრების ტკივილი, ამ ტკივილით ვიღვიძებ. ხელს ამაზე მეტად ვეღარ ვხრი, რადგან წარმოუდგენელი ტკივილი მაწუხებს. ყოველი დღე დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის წამალს მივიღებ.

ძლიერი თმის ცვენა დამეწყო და ძალიან მძიმე იყო ფიზიკურადაც და ემოციურადაც, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება გადაპარსვის და დათომ (დავით უსუფაშვილი) აიღო თავის თავზე ეს ფუნქცია.

ეტლი სულ თან დაგვაქვს, სულ არის მანქანაში.

ახლა ყველაზე მაღალი ხარისხით ვებრძვით ნახევრად მკვდარ მდგომარეობაში მყოფ თირკმელზედა ჯირკვალს, თუმცა გარანტირებულად ვერცერთი ექიმი ვერ ამბობს, რომ ის სრულად შეძლებს ფუნქციონირებას. 2 კვირაში ისევ გერმანიაში მივდივარ, რომ ეს ტესტები თავიდან ჩავიტარო და ვნახოთ, რა მდგომარეობაა, ახალმა მკურნალობამ რა შედეგი მოიტანა"- ამბობს თინა ხიდაშელი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შეირაღებული შეჭრა
პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

რუსეთში, პერმის ოლქში, პერმის ნაციონალურ უნივერსიტეტს შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, სროლას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტ...

მსოფლიო 1632125340

ვაქცინაცია
ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება

ინგლისში, დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება. The Guardian-ის ინფორმაციით, პროგრამა ძირითადად სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითით...

Covid 19 1632125046

ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძემ ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

ქუთაისში ოპოზიციის  მერობის გაერთიანებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა. დეკანოიძე ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს...

პოლიტიკა 1632124870

სასამართლო
სასამართლო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩან...

სამართალი 1632124789

კოვიდი
34 გარდაცვლილი და 662 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

გასული დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი კიდევ 3 534-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

Covid 19 1632120599

ანზორ მელია
ყველანი უნდა ჩადგნენ საქართველოს გადარჩენის რიგებში იმიტომ, რომ ვიღუპებით - ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ზუგდიდის ენმ-ს მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარადგინა. მელიამ სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მიმართა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ესაუბრ...

პოლიტიკა 1632120307