ცერცვაძის თქმით, ტესტი ომიკრონის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა, ამიტომ ვისაც აქვს სიმპტომი იზოლაციაში უნდა იყოს

Covid 19 1642146707

ეპიდსიტუაცია

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ  ტესტს, განსაკუთრებით კი სწრაფ ტესტს ომიკრონის შტამის გამოვლენა უჭირს. ამის გამო ცერცვაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ ვისაც სიმპტომები აქვს, მაგრამ ტესტი დადებითს არ აჩვენებს, დარჩნენ იზოლაციაში. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"საერთოდ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ ომიკრონის მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე დელტა შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი, მარტივი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ჯერ ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა ნაკლებია ბევრად, სწრაფმა ტესტმა შეიძლება ვირუსი ვერ დააფიქსიროს. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს ჩაიტარონ და არა აუცილებლად პირველივე დღეს.

მაინც შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა პაციენტების და არის რამდენიმე, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამ მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ მათ თვითონ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს არ დაკარგავს არც პაციენტი და არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს - ლაპარაკია იზოლაციაზე. დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში, თუ სიმპტომები აქვთ- 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე. ამით არაფერი არ დაშავდება", - თქვა ცერცვაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863