180-მილიონიანი დავა კიევში: ემუქრება თუ არა საფრთხე პატარკაციშვილებისა და საქართველოს წილებს IDS Ukraine-ში?
ბიზნესი & ეკონომიკა • 1788937753
უკრაინის ხელისუფლება მინერალური წყლების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, IDS Ukraine-ის ნაციონალიზაციასა და მართვის ჩამორთმევას ცდილობს. 180 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული კომპანიის გარშემო მიმდინარე სამართლებრივი დავა უკვე საერთაშორისო მედიის, მათ შორის ბრიტანული The Guardian-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.
დავის მთავარი მიზეზი კომპანიის აქციონერთა სტრუქტურაა. IDS Ukraine-ის 49.99%-ს სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი და მისი პარტნიორები („ალფა ჯგუფი“) ფლობენ, 34.83% ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის, 7.73% — საქართველოს მთავრობას, ხოლო დარჩენილი ნაწილი სხვა მცირე აქციონერებზე ნაწილდება.
უკრაინის აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტო (ARMA) აცხადებს, რომ ომის პირობებში კომპანია სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს და არსებული მენეჯმენტის პირობებში არსებობს ფულის გათეთრებისა და კაპიტალის ქვეყნიდან უკანონოდ გატანის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დანაშაულის ოფიციალური მტკიცებულებები დადგენილი არ არის, ARMA-მ უკვე ჩაატარა კონკურსი დამოუკიდებელი მმართველის შესარჩევად.
პროცესს ამძიმებს ARMA-ზე განხორციელებული კიბერშეტევაც, თუმცა ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ამ ინციდენტში პატარკაციშვილების ოჯახი ეჭვმიტანილი არ არის.
პატარკაციშვილების ოჯახი, რომლის ინტერესებსაც ბრიტანეთში მოღვაწე თეატრალური პროდიუსერი ლიანა პატარკაციშვილი და მისი ოჯახის წევრები წარმოადგენენ, აცხადებს, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან.
ოჯახის განცხადებით, არასანქცირებული პარტნიორებისთვის საკუთრების ჩამორთმევა უსამართლოა. თუ უკრაინული სასამართლოები მათ უფლებებს არ დაიცავენ, ისინი დავას საერთაშორისო არბიტრაჟში გააგრძელებენ.
თავის მხრივ, IDS Ukraine-ის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ ფინანსურ დარღვევებს და აღნიშნავენ, რომ საწარმოს სარაკეტო და დრონებით თავდასხმების დროსაც კი არ შეუწყვეტია უკრაინის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.
IDS Ukraine იმავე ჰოლდინგის (IDS Borjomi International) ნაწილია, რომელშიც ქართული „ბორჯომი“ შედის. 2022 წელს სანქციების გვერდის ავლითა და ქარხნების გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, 2022 წლის ივნისში IDS Borjomi International-ში - შესაბამისად, ჯგუფში შემავალ კომპანიებშიც - საქართველოს მთავრობას 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა, რამაც რუსულ მხარეს საკონტროლო პაკეტი დააკარგვინა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ წილს IDS Ukraine-ის შესაძლო სრული ნაციონალიზაციის შემთხვევაში. ოფიციალური თბილისის მხრიდან კიევში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









