2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია - m² -მა (საქართველოს უძრავი ქონება) 25 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

ობლიგაციები

m² - მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა.

m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია.

 

საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რაც განსაზღვრულ თანხაზე მეტ მოთხოვნაში გამოიხატა.

 

აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიმართ არსებულ მაღალ ნდობას ინვესტორების მხრიდან.

ობლიგაციები 2 წლის ვადითაა გამოშვებული, ხოლო კუპონის განაკვეთი 8,5% შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ 

 

"საქართველოს უძრავმა ქონებამ", რომელიც m² -ის 100%-იანი წილის მფლობელია  -  ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.  ეს წარმატება ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა" და „თიბისი კაპიტალის" პროფესიონალიზმზე მეტყველებს", – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.

 

„მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება „გალტ ენდ თაგარტისა" და „საქართველოს უძრავი ქონების" აქტიური თანამშრომლობა, რაზეც მორიგი, უკვე რიგით მე-8 წარმატებული განთავსება მეტყველებს. მსურს, მორიგი წარმატება მივულოცო „საქართველოს უძრავ ქონებას",  რომელთანაც 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით. საცალო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი „საქართველოს უძრავი ქონების" მიმართ ნდობასა და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მიანიშნებს." - განაცხადა ქეთევან თოიძემ, „გალტ ენდ თაგარტის" დირექტორის მოადგილემ.

 

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავმა ქონებამ" ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. ეს თიბისი კაპიტალისა და "საქართველოს უძრავი ქონების" რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში უმსხვილეს საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე მოთხოვნა კომპანიის სანდოობასა და ემიტენტისა და ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას ადასტურებს.

 

ობლიგაციების გამოშვების პროცესში კომპანიამ არსებული 35 მილიონი ობლიგაციების გამოსყიდვის პროცესიც გამოაცხადა, სადაც 26 მილიონი დოლარის დაინტერესება მიიღო, რომლის რეფინანსირებისთვის, ახალი, 25 მილიონიანი ობლიგაციების გამოყენება მოხდება. 35 მილიონიდან დარჩენილი 9 მილიონის დაფარვა განხორციელდება ოქტომბერში, როგორც ობლიგაციების პირობებით არის განსაზღვრული.

m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m² - ის აქციების 100% წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141