24 ივნისს, სასტუმრო “SHERATON”-ში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1655910996 62

24 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “SHERATON”-ში (მის.: ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #28), ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართება. ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვლენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, მურთაზ დევაძე და მთავრობის წარმომადგენლები.
,,დამსაქმებელთა ფორუმი“ - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც საშუალებას აძლევს საზღვაო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, გაუზიარონ ერთმანეთს სფეროს სიახლეები, მოთხოვნები და გამოწვევები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: პორტების, საკრუინგო, სასტუმრო, ლოჯისტიკური, ტურისტული, საბანკო, სადაზღვევო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ აქტიურ ვაკანსიებს.
საზღვაო აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეძლევათ უნიკალური შანსი, ერთ სივრცეში გააცნონ თავი მათთვის საინტერესო ორგანიზაციებს და გაიარონ გასაუბრება სასურველ კომპანიაში.
ღონისძიება იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში დაესწრებიან აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, საზღვაო აკადემიის პარტნიორი კომპანიები; წარმოდგენილი იქნება საზღვაო აკადემიის ბათუმისა და ფოთის ფილიალების, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს პრეზენტაციები.
ფორუმზე ასევე ეწყობა ღია-საგამოფენო სივრცე, სადაც ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
საკონტაქტო პირი:
ალინა კოროლევა - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.: +995 568 884646
e-mail: a.koroleva@bsma.edu.ge

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657087245

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...
მსოფლიო • 1657087097

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...
კრიმინალი • 1657086967

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...
სოცმედია • 1657086862

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...
Covid 19 • 1657086619