5 ხრიკი ფულად გზავნილებზე: როგორ დაზოგოთ, დაიბრუნოთ და მოიგოთ თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკში
ბიზნესი & ეკონომიკა • 1760355637
საერთაშორისო ფულადი გზავნილი ბევრისთვის ყოველდღიურობაა, იქნება ეს ოჯახის დახმარება თუ პირადი ფინანსების მართვა. ეს, როგორც წესი, სტანდარტული პროცესია, თუმცა, თუ დეტალებს ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ამ მარტივი ოპერაციით ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.
საქართველოს ბანკი რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, ფინანსურად მომგებიან შესაძლებლობას გთავაზობთ. კონკრეტულად განვიხილოთ 5 ხრიკი.
1. შანსი, მოიგოთ 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან
მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის გაგზავნისას ან განაღდებისას, თქვენ ავტომატურად ხდებით მობილბანკის გათამაშების მონაწილე, რომლის საპრიზო ფონდიც 650,000 ლარია.
როგორ მუშაობს მობილბანკის გათამაშება?
·
ბილეთების დაგროვება: ბილეთებს იღებთ არა მხოლოდ გზავნილის შესრულებისთვის, არამედ მობილბანკის სხვა აქტივობებისთვისაც: აპლიკაციაში შესვლა, გადარიცხვა, პროდუქტის გააქტიურება და ა.შ.
·
ყოველთვიური და ფინალური ეტაპი: გათამაშება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ თვეში სამი გამარჯვებული ვლინდება, დეკემბერში კი ფინალია და საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს ყველა ბილეთი, რომელიც წინა თვეებში დააგროვეთ.
2. 50%-იანი ქეშბექი Western Union-ის საკომისიოზე
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, დაზოგოთ Western Union-ის ყოველ გზავნილზე:
·
გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი Western Union-ით საზღვარგარეთ თანხის გასაგზავნად და საკომისიოს ნახევარი უკან დაგიბრუნდებათ;
·
ეს თანხა თქვენს ანგარიშზე გზავნილის შესრულების დღის ბოლომდე ავტომატურად აისახება;
·
შეთავაზება 2025 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.
3. იღბლიანი გზავნილი: გააორმაგეთ მიღებული თანხა
თუ რეგულარულად ანაღდებთ ფულად გზავნილებს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, შესაძლებობა გაქვთ მიღებული თანხა გაიორმაგოთ! გაორმაგებულ თანხას მიიღებს ის, ვისი გზავნილიც კვირის განმავლობაში 30,000-ე აღმოჩნდება.
·
გამარჯვებული კვირაში ერთხელ ვლინდება;
·
გაორმაგებული თანხის მაქსიმალური ლიმიტი 3,000 ლარია;
·
აქცია ძალაშია 28 დეკემბრამდე.
4. საუკეთესო სავალუტო კურსი 24/7, ფილიალში მისვლის გარეშე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გზავნილის განაღდებისას სავალუტო კურსია. საქართველოს ბანკი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაუმჯობესებულ, სპეციალურ კურსს გთავაზობთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ:
·
ზოგავთ დროს და არ გიწევთ ფილიალში მისვლა;
·
სარგებლობთ მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს;
·
იღებთ მეტ თანხას უკეთესი კონვერტაციის შედეგად.
5. შემცირებული საკომისიო Ria-ს გზავნილებზე
თუ თქვენ საქართველოდან საზღვარგარეთ ფულს Ria-ს სისტემით აგზავნით, შეგიძლიათ შემცირებული საკომისიოთი ისარგებლოთ.
15 ოქტომბრის ჩათვლით:
·
საკომისიო იქნება 2.0% (სტანდარტული 2.2%-ის ნაცვლად);
·
აშშ-ში გზავნილის შემთხვევაში, კი საკომისიო 2.0% იქნება (2.5%-ის ნაცვლად).
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა გზავნილს გააგზავნით ან მიიღებთ, შეასრულეთ ოპერაცია მობილბანკში.ერთი კლიკით შეგიძლიათ მოიგოთ, დაიბრუნოთ ან სულაც გააორმაგოთ თანხა!
ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...
პოლიტიკა • 1762525225
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...
პოლიტიკა • 1762522581
"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...
პოლიტიკა • 1762522090
"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...
სოცმედია • 1762519794
სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...
სოცმედია • 1762446349
31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1762439111










