500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია

მეათე ნაკად

საქართველოსა და რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა უკვე მეათედ იმართება. ინიციატივა 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.

500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციის პროგრამას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც ისინი იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან ინსტრუმენტებს საკუთარი სტარტაპების სწრაფი ზრდის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მასშტაბირებისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ამასთანავე, მონაწილეებს ექნებათ წვდომა 500 Global-ის საერთაშორისო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებას.

მეათე ნაკადში მონაწილეობას 6 ქვეყნის 10 სტარტაპი მიიღებს. მათ შორის არიან:

Cerberus - კიბერუსაფრთხოების სფეროს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, აღმოაჩინონ კიბერ დაცვაში სუსტი მხარეები 100-ჯერ უფრო სწრაფად.

Clinovas - ჯანდაცვის სფეროსთვის შექმნილი ხელსაწყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატიზაციას უწევს კლინიკურ კვლევებში პაციენტების რეკრუტირებას. ამასთან, პაციენტების კვლევებთან შესაბამისობის დადგენას თვეების ნაცვლად რამდენიმე წუთში ახდენს.

ComplyBridge Inc. - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ახდენს  ფინანსური შესაბამისობის (compliance), ლიცენზირების, მომხმარებელთა ონბორდინგისა და იდენტობის ვერიფიკაციის ავტომატიზებას.

MaiCall - MaiCall არის ხმოვანი AI აგენტი და ვერტიკალური SaaS პლატფორმა სესხების მართვისთვის, რომელიც ავტომატიზაციას უწევს ადამიანის-მსგავს კომუნიკაციას, რათა პროცესი გახდეს უფრო სწრაფი და ეთიკური.

Mybots.pro - Mybots ქმნის ინტელექტუალური AI აგენტების პლატფორმას - გაყიდვების წარმომადგენლებს, კონსულტანტებს, ანალიტიკოსებს და სხვა ტიპის AI აგენტებს - რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ბიზნესის - მცირე კომპანიებიდან მსხვილ კორპორაციულ კლიენტებამდე - ამოცანებსა და საჭიროებებზე.

Resti - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებსა და კაფეებს ოპერაციების გამართულად მართვაში - HR-იდან და სახელფასო სისტემიდან დაწყებული, ფინანსებითა და ყოველდღიური ოპერაციებით დამთავრებული.

Whisperr - ავტონომიური AI პლატფორმა, რომელიც პროგნოზირებს მომხმარებლის გადინებას და მართავს პერსონალიზებულ ჩარევებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლის შენარჩუნება SaaS, ელექტრონული კომერციისა და სააბონენტო ბიზნესებისთვის.

CaseLens - ავტომატიზაციას უწევს ქეისების ანალიზს დოკუმენტებით დატვირთული არბიტრაჟისა და სამართალწარმოების პროცესებისთვის.

Evermuse - ეხმარება სწრაფად მზარდ SaaS გუნდებს პროდუქტის გადაწყვეტილებების „ბოთლნეკის“ გადალახვაში, მომხმარებელზე დაფუძნებული მიგნებების დროული მიწოდებით Slack-ში, Cursor-ში, Claude Code-ში, GitHub-ში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გუნდი მუშაობს.

Karpatia Benefits - საერთაშორისო თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდებისთვის შექმნილი ბენეფიტების პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებულია ონლაინ სავაჭრო სივრცე,  რომელიც ზრდის ჩართულობას.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
დაპირისპირება მესტიაში: არასრულწლოვნების ჩხუბი უფროსების ჩართვით, დაჭრითა და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა

მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...

კრიმინალი 1788763800

ზოდიაქო
7 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...

ეს საინტერესოა 1788724860

დონალდ ტრამპი თმა
აშშ-ის პრეზიდენტმა იმიჯი შეიცვალა - ტრამპი ყავისფერი თმით გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...

ეს საინტერესოა 1788719097

კულუმბეგოვი  სიმსივნის მკურნალობა
"კიბოს მკურნალობის გასაღები" - ბიძინა კულუმბეგოვი ნობელიანტი მეცნიერების აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...

ჯანმრთელობა 1788715982

გიგა ავალიანი ეკა კუპატაძე
„მე ისევ აქ ვარ!“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საქმის დეტალებსა და ბრალდებულებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...

საზოგადოება 1788700251

ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატისა და LA 2028-ისთვის მზადებას იწყებს

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება — ინფორმაციასა და შესაბამის ვიდეორგოლს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. უწყების ცნობით, ტიტულოვანმა ქარ...

სპორტი 1788698182