500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

გლობალი

სტარტაპების სწრაფი ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობისათვის, 500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის,  რეგისტრაციის გავლა  ბმულზეა შესაძლებელი.

საქართველოში 500 Global in Eurasia 2020 წლიდან ტარდება. აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან, უკვე  80-ზე მეტი სტარტაპი გადამზადდა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ ვენჩურული ფირმის გლობალური ქსელის წევრები.

რატომ უნდა შეუერთდეთ 500 Global in Eurasia-ს?

 

ეს არის 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, სტარტაპებს  გაუზიაროს საჭირო ექსპერტიზა და დაამყარებინოს ახალი კავშირები, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.

 

პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები თბილისში ორ კვირიან ინტენსიურ კურსს გაივლიან ბიზნესის სტრატეგიის, მომხმარებელთა ბაზის განვითარების, მარკეტინგული ზრდისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებით. მომდევნო რვა კვირის განმავლობაში კი, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობს, სტარტაპები მენტორების ზედამხედველობით ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რათა საკუთარი სტარტაპის ზრდისთვის  ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი შეარჩიონ. ბოლო ორი კვირა კი ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებას და პრეზენტაციაზე მუშაობას დაეთმობა, რომელსაც სტარტაპები პროგრამის დასრულების შემდეგ,  პოტენციურ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, მედიის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას დასკვნით ღონისძიებაზე - Demo Day-ზე წარუდგენენ.

 

500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136