500 Global-ის, საქართველოს ბანკის და GITA-ს თანამშრომლობით, აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო

გლობალია

საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო.

 

12 კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟიურიმ 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეარჩია. რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილე სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად იმუშაონ საკუთარი ბიზნესის განვითარების, ზრდისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ მდგრად ზრდას და როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას. 500 Georgia-ში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გახდნენ 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები.

 

აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს ფარგლებში, 55-მა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური გადამზადების პროგრამა მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. პროგრამა წელიწადში ორჯერ ტარდება, მისდამი ინტერესი კი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეგიონში საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში 500 Georgia უკვე მეხუთედ იმართება. სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, მიიღონ ინფორმაცია მათი განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე, გაიზიარონ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მათ, ადგილი დაიმკვიდრონ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. 500 Georgia-სადმი ყოველწლიურად მზარდი ინტერესი კი გვანახებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული და მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელი ლევან გომშიაშვილი.

 

პროგრამაში მონაწილე კომპანიების შესახებ:

 

Awork – ეს არის სტარტაპი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.

 

Beep - ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.

 

GoDays – GoDays არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს ეფექტურად მოახდინონ დროის მენეჯმენტი, მარტივად გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით შესასრულებელ ამოცანებს და აღმოაჩინონ გუნდში ლიდერული თვისების მქონე წევრები.

 

HopShop – პლატფორმა ინფლუენსერებს საკუთარი მოდის კონტენტის მონეტიზაციაში ეხმარება იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს გამომწერებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვიზუალური ძებნის ფუნქციით აპლიკაციაშვე შეიძინონ სასურველი ნივთი.

 

My AI – My AI-ს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, შექმნან მდგრადი და დეცენტრალიზებული ბრენდებს შორის ლოიალური ეკოსისტემა.

 

OHMYSYNT - ეხმარება ბრენდებს შექმნან, ბრენდზე მორგებული, პერსონალიზებული და კომერციულად უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის კონტენტი.

 

Perkskit - ეს არის SaaS-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, მოახდინონ თანამშრომლების ბენეფიტების მენეჯმენტი და გააუმჯობესონ თანამშრომლების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის ხარისხი.

 

Porte - ეს არის ციფრული სასტუმროს კონსიერჟის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება სასტუმროებს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და გაზარდონ შემოსავალი.

 

Stori - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, არა მხოლოდ შექმნან, არამედ სხვადასხვა არხებში განათავსონ საკუთარი კონტენტი.

 

UniSub - პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს, მიიღონ გადახდები კრიპტო ვალუტაში.

 

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ს თანამშრომლობით 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Global-ის პროგრამა თბილისში წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას ჩაატარებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://500.co/accelerators/500-georgia.

 

500 Global-ის შესახებ:

 

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა  მისი...

კრიმინალი 1747592511

კობახიძე ირაკ
„ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ მოცემულობის შეცვლა“ - ივანიშვილისც მეგობარ აქტსა და სანქიცებზე

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...

პოლიტიკა 1747591520

ზურა ჯაფარიძე
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა, ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“ - ზურა ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...

პოლიტიკა 1747590842

კობახიძე1
„გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში“ - ირაკლი კობახიძე

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...

პოლიტიკა 1747590140

კიტ კელოგი
„აშშ-მ 22-პუნქტიანი გეგმა შეადგინა, რომლის პირველი პუნქტიც ცეცხლის შეწყვეტაა“ - კელოგი

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747589085

კვარაცხელია მიქაუტაძე დავითაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ.  სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...

სპორტი 1747588981