8 მონაწილე 7 გამოწვევა - საქართველოს ბანკის YouTube რეალითი შოუ “კრეატორის“ მეორე ეპიზოდი დაიდო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1762260072
საქართველოს ბანკი ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს “კრეატორს” ახორციელებს. ინიციატივის მიზანი, საქართველოში YouTube სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერაა.
პროექტზე განაცხადების მიღება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი
500-ზე მეტმა დამწყებმა კრეატორმა გამოთქვა. ჟიურის წევრებმა უკვე შეარჩიეს 25-მდე კონკურსანტი, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავიდა.
ახალი ეპიზოდი უკვე დაიდო, სადაც გაიგებთ რა დავალებას აძლევს ჟიური პირველ 8 მონაწილეს. თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე - არ გაჩერდე.
ახალ ეპიზოდში „კრეატორის“ მონაწილეებს მენტორობას უწევს იუთუბერი ბასტო, რომელიც მათ რჩევებს აძლევს და ეხმარება პირველი დავალების შესრულებაში, რაც არის გაცნობითი ხასიათის ვიდეოს გადაღება. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ვიდეო, სადაც საკუთარ თავს გააცნობენ ჟიურის და მაყურებელს. შესრულებულ დავალებას უკვე რეალითი შოუს შემდეგ ეპიზოდში შეაფასებს ჟიური: ნიკა კაკოიშვილი (კაკო), დათო ალავიძე (ჰიტა) და მახარა (საეჭვო კაცი).
შეგახსენებთ, “კრეატორის” მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს.
„კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










