„აანთე საქართველოს დროშა“ — საქართველოს ბანკის ინიციატივა ემიგრანტებისთვის 26 მაისის აღსანიშნავად
ბიზნესი & ეკონომიკა • 1748014073
საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული კამპანიით აღნიშნავს. ბანკმა გადაწყვიტა, წელს ეს დღე კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გახადოს ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, სიმბოლურად აანთონ საქართველოს დროშა ციფრულად პირდაპირ ფილარმონიის დიდ ეკრანზე.საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე aantedrosha.ge განთავსდება ღილაკი – „აანთე საქართველოს დროშა“, რომელზე დაჭერის შემდეგაც მომხმარებლები 26 მაისს ეკრანზე პიქსელებს აანთებენ და საქართველოს დროშას გამოსახავენ. პიქსელების ანთება შესაძლებელი იქნება 18:00-დან 22:00-მდეპერფორმანსში ჩასართავად, ემიგრანტი ნათესავებისა და მეგობრების მოწვევა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ. სიახლე მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ემოციური კავშირის გაღრმავებასა და მათი ჩართულობის გაზრდას იმ ინიციატივებში, რომლებსაც ბანკი ტრადიციულად, 26 მაისს აწყობს.“საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ემიგრანტების მხარდაჭერა და მათთან გრძელვადიანი კავშირის გაღრმავება. ამ კამპანიით გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფასოთ მათი წვლილი ქვეყნის ცხოვრებაში და დავეხმაროთ, შეინარჩუნონ კავშირები — სიმბოლური ინიციატივით, რომელიც სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ემიგრანტებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კულტურული და სოციალური აქტივობებითაც უჭერს მხარს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, სადაც ემიგრანტებს ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ახალი კავშირების დამყარება შეგიძლიათ. ამასთან, საქართველოს ბანკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას უჭერს მხარს.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












