აეროგრილი - მრავალფუნქციური მოწყობილობა შენი სამზარეულოსთვის

აეროგრილი

გიყვარს ჯანსაღი კერძები და საკვების სწრაფად მომზადება? მაშინ შენს სამზარეულოში ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს აეროგრილი უნდა იკავებდეს.

აეროგრილი მრავალფუნქციური მოწყობილობაა, რომელიც ერთდროულად მიკროტალღური ღუმელის, გრილის, გაზქურის და სხვა მრავალი მოწყობილობის ფუნქციებს აერთიანებს.

აეროგრილით, შეგიძლია, უმარტივესად, მოამზადო კარტოფილი ფრი, ქათმის ნაგეტსები, ხორცი, თევზი, წვნიანები. მისი შეძენა Extra-ზე შეგიძლიათ.

 

აეროგრილებს აქვს მოხარშვის, შეწვის, მუშუშვის, გალღობის, სტერილიზაციის, თვითწმენდის, ფრის მომზადების, ბარბექიუს, ხორცის მომზადების, ორთქლზე მომზადების, ზეთის გარეშე მომზადების ფუნქციები და ეს არასრული ჩამონათვალია.

ყველაზე მთავარია, რომ აეროგრილი კერძებს ამზადებს ჯანსაღად, ცხიმის გარეშე და სწრაფად მოგიმზადებს დიეტურ, ჯანსაღ კერძებს. მზადება ხდება თავსახურზე განლაგებული გამაცხელებელი ელემენტის და ვენტილატორის საშუალებით, რომელიც ცხელ ჰაერს თანაბრად ანაწილებს.

 

როგორ შევარჩიოთ აეროგრილი?

სიმძლავრე: აეროგრილის ეფექტურად მუშაობისთვის, აუცილებელია, ყურადღება მიაქციო მის სიმძლავრეს. რაც უფრო მძლავრია მოწყობილობა, მით მძლავრია მისი გამაცხელებელი ელემენტი.

მოცულობა: აეროგრილები ერთმანეთისგან განსხვავდება მოცულობით. თუ ყოველდღიურად შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის დიდი რაოდენობით კერძების მომზადება გიწევს, შეარჩიე, მაქსიმალურად, დიდი მოცულობის აეროგრილი.

აეროგრილებს აქვს სიჩქარის რეჟიმები და რეგულირებადი ტაიმერი. ეს მოსახერხებელია, რადგან, სანამ კერძი მზადების პროცესშია, არ გწევს ყურადღების მიქცევა და კონტროლი. დროის ამოწურვის შემდეგ, მოწყობილობა, ავტომატურად, გაითიშება.  საშუალო მომზადების ტემპერატურა, აეროგრილისთვის, როგორც წესი, 60-260 გრადუსია.

აეროგრილებს აქვს ელექტრონული ან სენსორული მართვის ფუნქციები.

ტრადიციული და თანამედროვე აეროგრილები

ტრადიციული აეროგრილი მრგვალი ფორმის მოწყობილობაა. როგორც წესი, მისი მოცულობა 12-დან 20 ლიტრამდეა და მასში მთლიან ქათამს მარტივად მოათავსებ. კორპუსი გამჭვირვალეა და შესაძლებლობა გაქვს მომზადების პროცესს თვალი მარტივად ადევნო.

თანამედროვე, უახლესი აეროგრილები კი დახურული მოწყობილობებია, სენსორული ან მექანიკური მართვის პანელით. კონსტრუქციას აქვს ერთი ან ორი უჯრა, რაც საშუალებას გაძლევს, განსხვავებული კერძები ერთდროულად მოამზადო.

რომ შევაჯამოთ, აეროგრილის გამოყენება ამარტივებს კერძების მომზადებას:

● აღარ გიწევს დიდი ელექტრო ღუმელის შიგთავსის მუდმივი წმენდა ცხიმისა და ნამწვისგან

● სწრაფად მოამზადებ სხვადასხვა ტიპის კერძს

● აეროგრილში მომზადებული საკვები გაცილებით ჯანსაღია

● არ საჭიროებს მომზადებისას ცხიმის დამატებას

აეროგრილის ყიდვა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მარტივად შეგიძლია. შეიძინე აეროგრილები იაფად ექსტრაზე, სადაც უმაღლესი ხარისხის აერგორილების ძალიან დიდი მრავალფეროვნება გელოდება და ისიამოვნე შენი კულინარიული შედევრებით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპერატორი გატაცება
„გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება! თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა. ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია“ - ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!

პოლიტიკა 1739916169

ტვ პირველი
შსს: "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...

პოლიტიკა 1739914256

ტვ პირველის ოპერატორი პლაკატი
პლაკატი, რომლის გამოც პოლიციამ „ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა

რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...

პოლიტიკა 1739911865

ნოდარ მელაძე
„იზოლატორებში არსად არააა“ - ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცებაზე

ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...

პოლიტიკა 1739911337

ოპერატორი გატაცება
ვიდეო: „პიროვნება, ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" - ტვ პირველის ოპერატორის კატაცების კადრები

ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები  "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო"  წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს  

პოლიტიკა 1739910946

ნოდარ მელაძე
„ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცება - ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...

პოლიტიკა 1739910320