“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს

ტატა -03

რაც დრო გადის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფრო და უფრო მეტს მსჯელობენ. ბევრიც ამჩნევს, რომ ეს ინოვაცია ტექნოლოგიური სამყაროს საზღვრებს გასცდა და ბიზნესის დღის წესრიგში თავი დაიმკვიდრა. თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქმიანობაში, განსაკუთრებით კი — მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობაში.

ამაზე პასუხი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის Cluster Product Owner-მა ტატა მომცელიძემ უკვე გასცა.  მან, პლატფორმა „ბიზნეს 360“-ის ფარგლებში, AI-ის გამოყენებაზე ორი ვორკშოპი გამართა. ღონისძიებებმა 4B-ის სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია — მონაწილეები სხვადასხვა სექტორებიდან, ცოცხალი დისკუსიებითა და შეკითხვებით ცდილობდნენ, გაეგოთ, როგორ შეიძლება გენერაციული მოდელები მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს.

რატომ იყო ვორკშოპი ასეთი მოთხოვნადი?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფორმაციის პრაქტიკული ფორმით მიწოდება იყო.

„ინტერნეტში AI-ზე უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ის ხშირად ფრაგმენტულია და ზედმეტად ტექნიკური. ბიზნესს კი კონკრეტული მაგალითები და მარტივი განმარტება სჭირდება — როგორ შეიძლება ეს ინსტრუმენტი მათ საქმეში გამოიყენონ“, — აღნიშნავს ტატა.

მიზანი — დავამსხვრიოთ მითები

ვორქშოპის მთავარი ამოცანა იყო, ეჩვენებინა ის, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დიდი ორგანიზაციების პრივილეგია არ არის. ტატას ხედვით, პირიქით, ყველაზე დიდ სარგებელს ის მცირე და საშუალო ბიზნესს მოუტანს.

„AI შეიძლება გახდეს თქვენი მაღალკვალიფიციური ასისტენტი ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, მარკეტინგში, IT-ში — იქ, სადაც მცირე ბიზნესს ცალკე სპეციალისტის დასაქირავებლად რესურსი არ აქვს.“

ოთხი ნაბიჯი AI-ის გასაგებად

ტატა მომცელიძის ვორქშოპი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი

1.

 

AI-ის განვითარების მოკლე ისტორია;

2.

 

სამი პოპულარული გენერაციული მოდელის — ChatGPT, Claude და Gemini — შედარება და პრაქტიკული დემო.

3.

 

პრომპტის (კითხვების სწორად ფორმულირების) ტექნიკები;

4.

 

AI-ისუსაფრთხო გამოყენების წესები და რისკების გაცნობიერება.

მონაწილეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად განსხვავდება ენობრივი მოდელების პასუხები სწორი და არასწორი დავალების შემთხვევაში და რატომ არ უნდა გააზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია მოდელებთან მუშაობისას.

სპიკერი აღნიშნავს, რომ ვორქშოპს ესწრებოდნენ როგორც AI-ის გამოცდილი მომხმარებლები, ისე ისინიც, ვინც ამ ტექნოლოგიას პირველად გაეცნო. მონაწილეები იყვნენ საბროკერო, მარკეტინგის, სამედიცინო, საცალო და IT სექტორებიდან. დისკუსიები მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ხოლო უკუკავშირი — განსაკუთრებულად პოზიტიური.

AI საქართველოს ბანკი ყოველდღიურობაში

როგორც მონაცემთა ანალიტიკის გუნდის წევრი, ტატა AI-ს თითქმის ყველა პროექტში იყენებს — რთული ტექნიკური დოკუმენტების გასაგებად, ინფორმაციის სწრაფად მოსაძებნად და სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.

„ბოლო პერიოდში ჩემს გუნდთან შემოსული პროექტების უმეტებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვასრულებთ, თუმცა გენერაციულ მოდელებს ძალიან ხშირად პირადი დავალებების შესრულებისთვისაც ვიყენებ. ახლა Google-ით ბევრად იშვიათად ვსარგებლობ — AI მოდელს ვაძლევ დავალებას და ის პოულობს, მიჯამებს და ფილტრავს საჭირო ინფორმაციას“, —  ამბობს ტატა.

პრაქტიკული რჩევები

ტატა მომცელიძემ ვორკშოპის მონაწილეებს არაერთი რჩევა გაუზიარა. მათ შორის, ახალბედებს რეკომენდაცია მისცა, არ შეჩერდნენ მხოლოდ ChatGPT-ზე, სცადონ სხვა მოდელებიც, როგორებიცაა Claude, Gemini, Perplexity, Grok, ან ვიზუალური მოდელები:Midjourney და Sora.

„ყველა მოდელს თავისი უნიკალურობა აქვს, მთავარია, იპოვოთ ის, რაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამასთან, დაიწყეთ მარტივი დავალებებით და მოდელს ხშირად ესაუბრეთ. დროთა განმავლობაში ის უკეთესად მოერგება თქვენს საჭიროებებს და აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე დავალების თავიდან ახსნა“, —  განმარტა სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° კი აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 

ვორკშოპები პერიოდულად სხვადასხვა თემაზე იმართება, ხელოვნური ინტელექტის საკითხი კი საქართველოს ბანკისთვის, როგორც ინოვაციების მხარდამჭერი ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ვორქშოპის ჩატარების გამოცდილება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სფეროზე. იმედი მაქვს, რომ დამსწრეებმაც გაიზიარეს ყველა ის დადებითი ემოცია რაც მე ამ ორი დღის განმავლობაში მივიღე“, - დასძენს ტატა მომცელიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308