ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის ლიბერთის და "ტელეკლინიკა - MyDoc" -ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა

ლიბერთი

დღეს, ლიბერთიმ კომპანია "ტელეკლინიკა - MyDoc"-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში,  უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, მობილური კლინიკის მეშვეობით  უფასო  სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, სოფლად მაცხოვრებელი უფროსი ასაკის მომხმარებლები, მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსის  მეშვეობით  სხვადასხვა დაავადების  ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, უფასოდ ჩაიტარებენ  გულ-სისხლძარღვოვან, ენდოკრინულ და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს.

ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია "ტელეკლინიკა - MyDoc"-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად, საპილოტე პროექტი გაზაფხულზე დაიწყო. კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად ჩატარებული  წარმატებული პროექტის შედეგად გადაწყდა,

ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც  ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას მოიცავს. 

,,ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია,  სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას უზრუნველყოფს.

ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდებათ  სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. შემდეგ, სამედიცინო ინფორმაცია და კონსულტაციის შედეგები მყისიერად აიტვირთება პორტალზე ბენეფიციარის საკუთარ ელექტრონულ საქაღალდეში. აღნიშნული სამედიცინო ინფორმაციის გამოყენება, ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.  ასეთი სიახლე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური მასშტაბითაც უპრეცედენტოა და ციფრული, თანამედროვე პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების პირველ მაგალითს წარმოადგენს" - ირაკლი სასანია, ,,ტელეკლინიკა- Mydoc"-ის მმართველი პარტნიორი

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. ლიბერთის პრიორიტეტია უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.  მოხარულები ვართ, რომ დღეიდან,  "ტელეკლინიკა - MyDoc" -თან ერთად ვიწყებთ უპრეცენდენტო პროგრამას,  რომლის ფარგლებშიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში,  უფასო სამედიცინო სერვისები  იქნება ხელმისაწვდომი" -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863