ახალი რეგულაციები დამსაქმებლებისთვის - რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში

დამსაქმებელი

მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს.

 

მინიმალური მოთხოვნები მოქმედებს საჭიროებისამებრ, სამუშაო სივრცისა და სამუშაო სპეციფიკის, საქმიანობის ტიპისა და სამუშაო ადგილებზე/სივრცეში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.

რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო სივრცისადმი ზოგადი მოთხოვნები ასეთია:

ა) არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;
ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;
გ) რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები;
დ) რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა.
რეგლამენტის მე-11 მუხლში საუბარია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრებზე, რაც მოიცავს:

დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დახურულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი და სიმაღლე;სამუშაო სივრცეში ღია, თავისუფალი ადგილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ დასაქმებულებმა იოლად შეძლონ გადაადგილება და სამუშაოს შესრულება. თუ აღნიშნული სტანდარტის დაცვა შეუძლებელია, მაშინ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სამოძრაო სივრცე სამუშაო ადგილის სიახლოვეს;თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 მ​2;გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამუშაო სივრცის სიმაღლე, სადაც ხანგრძლივად სრულდება სამუშაო, არ უნდა იყოს 2.3 მ-ზე ნაკლები.გარდა ამისა, რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო ადგილთან, მოსასვენებელ და გამოსაცვლელ ოთახებთან, საშხაპეებთან, ხელსაბანებთან განთავსებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საპირფარეშოები; მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული; თითოეულ საპირფარეშოს უნდა ჰქონდეს საკეტიანი კარი, რომელიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ; საპირფარეშოები აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვით ან სავენტილაციო სისტემითა და ხელსაბანებით. საზოგადოება

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540