„ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს“ - ნათია თურნავა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1738304923
არ გავურბივარ ამ თემას, ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. ერთადერთი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება, ე.წ ტრამპის ეფექტი, ამას ვერსად გავექცევით, რადგან ჩვენ ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და დოლარის გაცვლითი კურსი და პოზიციები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დოლარი გამყარდა ევროსთან და ყველა ვალუტასთან მიმართებით [...]
[...] [შიდა წნეხი დიდ გავლენას დღეს ვერ ახდენს [ლარის კურსზე]. რა თქმა უნდა, მათ შორის ნეგატიური გაშუქების გამო თუ რომელიმე ტურისტულმა ჯგუფმა გააუქმა აქ ჩამოსვლა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს.
გლობალურად გამყარდა დოლარი ყველა ვალუტასთან მიმათებით, მათ შორის, ლართან, მიუხედავად ამისა, თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით, რაც საერთოდ არ არის კრიტიკული, განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო გაუარესებული მოლოდინები და ძალიან ხისტი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა.
ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. პირობითად ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნეს პარტნიორის ეთერში, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით.
მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის
სოცმედია • 1768934349
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...
სამართალი • 1768930069
საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...
პოლიტიკა • 1768929961
მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...
პოლიტიკა • 1768929890
პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...
პოლიტიკა • 1768929773
ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები - ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან...
პოლიტიკა • 1768927049











