„ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“ - PSP Pharma  განცხადებას ავრცელებს

პსპ

გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტის სახით, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სოციალურ მედიაში ქარდის სახით გაავრცელა ინფორმაცია თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.

 

ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN),  ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ - ,,ნიჟფარმი“. ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც, ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველ კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით.

 

სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით, ჩვენი მეშვეობით, აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას, - „ლორეალი“ - საფრანგეთიდან, „სანოფი“ - უნგრეთიდან და ,,ბაიერი“ შვეიცარიიდან.  დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და  ახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნეს-ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა!

 

ზემოთ აღნიშნული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება. ამას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგი ზეწოლის და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593

სპეცრაზმი დევნა
„პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ“ - 32 წლის კაცი 2 დეკემბერის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...

პოლიტიკა 1747238076

კობახიძე ტრამპ
ტრამპის გუნდის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.   რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...

პოლიტიკა 1747237644