„ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა“ - ეკონომიკის სამინისტრო

ანაკლიის პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

"სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა,  დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კომპანია "იან დე ნული", რომელიც სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია – დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც  გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია."- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაფარიძე წულუკიანი ბიძინა
ვიდეო: „წულუკიანს დავალება პირადად ივანიშვილმა მისცა... ეს კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნეს“ - ბადრი ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...

პოლიტიკა 1743047379

ნანუკა კობახიძე გილაურის ძმა
„წარმოუდგენელი სიგიჟე იყო მისი ძმის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან... ამ სახით კობახიძეზე ყურება რანაირად?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გილაურის ძმაზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...

სოცმედია 1743046396

ხაბე
„ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი!” – ლევან ხაბეიშვილი

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...

პოლიტიკა 1743046099

მაკრონი ზელენსკი
„უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადავცემთ“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1743045447

პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 1743021475

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 1743021043