„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1762579951
„მთავარია გჯეროდეს“ - გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო.
პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული „იცით თუ არა რომ“ ტიპის ინფორმაციებმა შეიძლება აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.
ვიდეო სერიების მიზანია ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს.
პროექტის ხედვა ემყარება იდეას, რომ ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი. ავტორებისთვის მთავარი სწრაფი პასუხები არ არის პირიქით, მათ სურთ აჩვენონ, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ მიდიან მკვლევრები დასკვნებამდე, რა რჩება უპასუხოდ და რა ნიუანსები არსებობს თითოეულ თემაში.
„ჩვენს ვიდეოებში „სწრაფი პასუხები“ ნამდვილად არ გვაინტერესებს. ჭეშმარიტება იშვიათად არის შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი. სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს. ჩვენი ამოცანა არ არის, ვინმეს ვუთხრათ, რა როგორ იფიქროს. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ: „აი, რა აქვს ნათქვამი მეცნიერებას, აი, როგორ მივიდნენ მკვლევრები ამ დასკვნამდე, აი, რა კითხვები რჩება ჯერ კიდევ უპასუხოდ“ და „აი, ასეთი ნიუანსი არსებობს“ - ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ვიდეო სერიების ავტორი.
YouTube პოდკასტის პირველ ეპიზოდში საუბარია ძალადობასა და ვიდეოთამაშებზე; განხილულია თუ რა როლს ასრულებს გენეტიკა და აღზრდა ქცევაზე, როგორ ყალიბდება კვლევების შედეგები, რა ახდენს გავლენას თავად მეცნიერებზე და რატომ შეიძლება 10 წლის წინანდელი კვლევაც კი დღეს მოძველებულად ჩაითვალოს.
„არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას შესთავაზებს აუდიტორიას.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.
ლალი მოროშკინა: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.ქართული კულტურის დესპანის წოდების მიღება ,მწერალთა კავშირის წევრის წოდებასთან ერთად დიდი პატივია.ტიციან ტაბიძის,პაოლო იაშვილის,მიხეილ ჯავახიშვილი...
საზოგადოება • 1765794057
საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია. სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას...
საზოგადოება • 1765792603
" ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებ...
სოცმედია • 1765792323
„გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ, მაგრამ თქვენ იცით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგა...
პოლიტიკა • 1765792220
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ფინანსური დოკუმენტი, რაც, მისივე განცხადებით, დაამტკიცებს, რომ მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არ მოუხდენია. როგორც...
პოლიტიკა • 1765792090
რა შეეშალა ღარიბაშვილს, ამას გადაწყვეტს, ვისი გადასაწყვეტიცაა - ამის შესახებ "პირველებს" ოცნების" დეპუტატმა, ზაალ მიქელაძემ უთხრა. მიქელაძე ირწმუნება, რომ ყოფილი პრემიერის უკანონო შემოსავლების შესა...
პოლიტიკა • 1765791937












