აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
ბიზნესი & ეკონომიკა • 1789034400
თუ საერთაშორისო განათლების მიღებაზე ფიქრობ, აშშ და დიდი ბრიტანეთი გამორჩეული უნივერსიტეტებითა და სწავლების ხარისხით, ალბათ, შენი სიის სათავეშია. საქართველოს ბანკი კი გაძლევს შესაძლებლობას, ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიებით ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთში სრული დაფინანსებით ისწავლო. სანამ აპლიკაციის შევსებას დაიწყებ, უნდა იცოდე, რით განსხვავდება ეს ორი სტიპენდია ერთმანეთისგან, რომ არჩევნის გაკეთება გაგიმარტივდეს.
პროგრამების ხანგრძლივობა
ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა დროსა და ადგილშია. ფულბრაიტი გაძლევს შესაძლებლობას, 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა აშშ-ში გაიარო. ჩივნინგი კი დიდ ბრიტანეთში 1-წლიან, საკმაოდ ინტენსიურ და დინამიკურ სამაგისტრო კურსს გთავაზობს. შესაბამისად, უნდა გადაწყვიტო, გირჩევნია აკადემიურ პროცესს ორი წელი დაუთმო, თუ ბრიტანული მოდელით ერთ წელში დაასრულო სწავლა.
ვინ შეიძლება გახდეს სტიპენდიატი?
ორივე პროგრამა ითხოვს ბაკალავრის დიპლომს და არც ერთს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა სამუშაო გამოცდილების კუთხით მიდგომები განსხვავებულია. ჩივნინგის აპლიკაციის შესავსებად აუცილებელია, უკვე გქონდეს 2800-საათიანი (დაახლოებით 2 წელი) სამუშაო გამოცდილება, სტაჟირებასა ან მოხალისეობაც გამოცდილებაში გეთვლება. ფულბრაიტს კი მსგავსი მკაცრი მოთხოვნა არ აქვს და კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის ცნობის საფუძველზე მაშინაც შეგიძლია, თუ მე-4 კურსზე ხარ.
რას ფარავს სტიპენდია?
ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით არჩევნის გაკეთება არ მოგიწევს, ორივე პროგრამა მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობს და შენგან მხოლოდ განვითარებასა და სწავლაზე ფოკუსირებას ითხოვს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებისთვის როგორც ფულბრაიტის, ისე ჩივნინგის შემთხვევაში, სრულად ფინანსდება ყველა ძირითადი ტიპის ხარჯი. დაფინანსება ითვალისწინებს სწავლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისთვის, ვიზის, მგზავრობის და ყველა სხვა თანმდევ, აუცილებელ ხარჯს.
როგორ უნდა აირჩიო უნივერსიტეტი?
ფულბრაიტის შემთხვევაში აპლიკაციაში სასურველ უნივერსიტეტებს უთითებ და ასაბუთებ შენს არჩევანს, თუმცა გამარჯვების შემდეგ პროცესს უკვე ფულბრაიტის გუნდი იბარებს. სწორედ ისინი ეკონტაქტებიან სასწავლებლებს და საჭიროების შესაბამისად ალტერნატიულ ვარიანტებსაც გთავაზობენ.
ჩივნინგის კონკურსში მონაწილეობისას კი ჩარიცხვის პროცესს თავად მართავ: აპლიკაციაში 3 სასურველ კურსს უთითებ, სტიპენდიის მისაღებად კი აუცილებელია, რომ მინიმუმ 1 უნივერსიტეტიდან უპირობო შეთავაზება (Unconditional Offer) დამოუკიდებლად მიიღო.
აპლიკაციის ფოკუსი და ესეები
თუ ფულბრაიტის აპლიკაცია უფრო აკადემიურ მიზნებზეა ორიენტირებული, ჩივნინგი პრაქტიკულ უნარებს ეძებს. ფულბრაიტის შემთხვევაში მთავარია დაასაბუთო, კონკრეტულად რის სწავლას აპირებ და რა არის შენი აკადემიური მიზანი. ჩივნინგის ესეებში (მაქსიმუმ 500 სიტყვა) კი მკაფიოდ უნდა გამოავლინო შენი ლიდერული პოტენციალი, ნეთვორქინგის უნარები და უკვე არსებული კარიერული მიღწევები.
ტესტები და დოკუმენტაცია
ორივე პროგრამის სააპლიკაციო მოთხოვნები საკმაოდ ვრცელია:
- გამოცდები: ფულბრაიტის ფინალისტებს ოქტომბერში სავალდებულო ტესტების ჩაბარება უწევთ (TOEFL ყველასთვის, პლუს GRE ან GMAT მიმართულების მიხედვით). ჩივნინგმა პროგრამის დონეზე ინგლისური ენის ტესტი გააუქმა, თუმცა ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი მაინც დაგჭირდება უშუალოდ უნივერსიტეტისგან მოწვევის მისაღებად.
- საბუთები: ჩივნინგისთვის მთავარია 3 კურსის ზუსტი შერჩევა. ფულბრაიტი კი ითხოვს 3 სარეკომენდაციო წერილს გაცვლითი პროგრამების ნიშნების ფურცლებს და ზოგიერთ სპეციალობაზე ინგლისურენოვან აკადემიურ ნაშრომს.
რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი
იმისათვის, რომ შენი აპლიკაცია ტექნიკური ხარვეზების გამო არ დაიწუნონ, აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
ჩივნინგის აპლიკაციის შევსებისას:
- ყურადღება მიაქციე, რომ ერთი და იგივე კურსი რამდენჯერმე არ მიუთითო, რადგან ამის გამო კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნები.
- მოერიდე ერთი და იმავე სამუშაო გამოცდილების დუბლირებასა და საათების ხელოვნურად გაორმაგებას.
- გახსოვდეს, რომ ესეების წერისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კატეგორიულად იკრძალება.
ფულბრაიტის აპლიკაციის შევსებისას:
- ყურადღება მიაქციე პლაგიატს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აკადემიური ნაშრომის ნიმუშს ტვირთავ.
- გაგზავნამდე ორჯერ გადაამოწმე, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი სისტემაში ნამდვილად ატვირთულია.
- აპლიკაცია გაგზავნამდე აუცილებლად გადაიკითხე რამდენჯერმე, რათა სრულად აირიდო თავიდან გრამატიკული თუ მართლწერის შეცდომები.
მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პროგრამა ეძებს ადამიანებს, რომლებიც მიღებულ ცოდნასა და განვითარებას საკუთარი ქვეყნის უკეთესობიისკენ შეცვლისთვის გამოიყენებენ. ამიტომ შერჩევის ეტაპზე აუცილებელია, გქონდეს მკაფიო ხედვა, რას გააკეთებ, როცა სამშობლოში დაბრუნდები.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობები უსაზღვროა. აუცილებლად სცადე ბედი, შეავსე აპლიკაცია და არასოდეს გაჩერდე განათლების გზაზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









