„აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საწარმო „როლფ ჯორჯია" გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1659723105 100

ააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია" გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
საწარმო, რომელიც თბილისში მდებარეობს, მეტალის უჯრედულ შეკიდულ ჭერებს აწარმოებს. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 170 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო, ხოლო პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 450 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მომავალში სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავენ.
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში" აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ ეტაპზე სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ჯამურად 1500-ზე მეტი პროექტია მხარდაჭერილი და სხვადასხვა პროგრამებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფაა განხორციელებული. „როლფ ჯორჯია" ერთ-ერთი ასეთი საწარმოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე აქვს პოტენციალი, გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს უნდა გავითვალისიწნოთ თუ არა ბავშვის სურვილები ე.წ. ჯიუტი ბავშვი - რა დროს მივმართოთ ფსიქოლოგს ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს...
ჯანმრთელობა • 1686139805

უბედური შემთხვევა სამეგრელოში - ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში წუხელ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და საათნახევრიანი რეა...
შემთხვევა • 1686139199

მოძრაობა ,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რა გამოდის – პუტინი და პუტინის რუსეთი, რომელიც არ სცნობს საერთაშორისო სამართალს, ომებით იპყრობს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, კლავს ათი...
სოცმედია • 1686137870

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინელი აქტივისტები არიან. "6 ივნისს, დილით, რუსმა საო...
პოლიტიკა • 1686137740

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: „ღრუსეთი. სმოლენსკი.სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო.გაუპატიურების მსხვერპლთა დასათვალიერებელი მაგიდა - გინეკოლოგიური სავარძელი პირდაპირ მორგის ოთახ...
სოცმედია • 1686137267

ნუგზარ სულა სულაშვილი სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „თავს არ ვიცოცხლებ ხალხოო ეს ტრადიცია გარყვნილმა ევროპამ და ამერიკამ რომ წაგვართვას!!! პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის აზრს და შეხედულებებს....
სოცმედია • 1686136249