„ავიაცია არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ - ირაკლი ქარქაშაძე
ბიზნესი & ეკონომიკა • 1716743954
ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, საავიაციო უნივერსიტეტის ორი საჰაერო ხომალდი აფრინდა და თელავის ცენტრალური მოედნის თავზე მწყობრში გადაიფრინა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაციაა ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.
,,ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ნამდვილად ჩვენია და მიხარია, რომ უკანასკნელი 12 წლის მანძილზე ეს არის სახალხო ზეიმი და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღეს წარმოდგენილია თელავში. ჩვენ თელაველებს ვაცნობთ იმ აეროპორტის კონცეფციას, რომელსაც უახლოეს მომავალში აქ ავაშენებთ და რიგით მეექვსე აეროპორტი იქნება საქართველოს მასშტაბით. გარდა აეროპორტის კონცეფციისა, ჩვენ მოწყობილი გვაქვს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, მათ შორის, საქართველოში წარმოებული დრონები და საჰაერო ხომალდი. შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო ვიზიტორებს, რომელთა ნაკადიც არ წყდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე შედგა და ჩვენ საქართველო გვაერთიანებს და გვეამაყება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
თელავის ცენტრში მოსულ ვიზიტორებს საინტერესო და ორიგინალური ინსტალაციები, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცე ხვდებათ, რომელიც ავიაციისა და აეროპორტების თემატიკით არის გაჯერებული.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












