Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1767183358
სამსახურის ძიებას სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ერთი მხრივ ემოციური ფაქტორის, მეორე მხრივ დასაქმების პლატფორმებზე ნავიგაციის გამო. „ტრადიციული სქემით“, ჯერ რეზიუმე უნდა ატვირთო, დამატებითი დოკუმენტი მოიძიო, სამოტივაციოც შეავსო და სათაურის ველშიც ვაკანსიის ზუსტი დასახელება მიუთითო.
არც დამსაქმებლისთვისაა ეს პროცესი მარტივი: მეილზე მოსული ათობით აპლიკაციის ჩამოტვირთვა, დახარისხება და ციკლის სრული მართვა.
თანამშრომლების ხშირი მონაცვლეობა ერთ-ერთი გამოწვევაა განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. სეზონური დატვირთვა, მოქნილ გრაფიკზე მოთხოვნა და კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯისკენ სწრაფვა ბუნებრივად იწვევს იმას, რომ გუნდის წევრები დროთა განმავლობაში იცვლებიან.
კოვიდპანდემიამ ეს პრობლემები კიდევ უფრო გამოკვეთა. ჰიბრიდულმა რეჟიმმა საცხოვრებელთან სამსახურის სიახლოვე მნიშვნელოვან პუნქტად მონიშნა.
სწორედ ამ დროს გაჩნდა ქართული დასაქმების ციფრული ეკოსისტემა Awork, რომელმაც დასაქმების პროცესი ორივე მხარისთვის გაამარტივა.
„როდესაც თავდაპირველად საიტი ჩავუშვით, ვნახეთ რომ ვიზიტორების 75 % მობილური ხელსაწყობიდან შემოდიოდა. მივხვდით, რომ ადამიანებისთვის მეტი კომფორტი და სისწრაფე აპლიკაციის ფორმატი იყო. რატომ არ უნდა გადმოგვეტანა ტინდერის ლოგიკა დასაქმების პროცესში?“- იხსენებს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი რაზმაძე.
შედეგი სწრაფად გამოჩნდა. უსასრულო სქროლინგის ნაცვლად, ხელის მარტივი მოძრაობით გაგზავნილი კანდიდატურა სამუშაოს მაძიებლებისთვის ბევრად ნაკლებ სტრესად იქცა, ხოლო ბიზნესებისთვის უფრო სწრაფად მიღებულ რელევანტურ „ლიდებად“.
პლატფორმას ამჟამად 1,000-ზე მეტი ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. მაღალ ბრუნვად პოზიციებზე შერჩევის დრო, რომელიც ბაზარზე ხშირად ორ კვირამდე გრძელდება, Awork-ის გამოყენებით საშუალოდ სამ დღემდე მცირდება. ეს ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას სწრაფად შეავსონ ვაკანსიები, მოემსახურონ მეტ მომხმარებელს და გაზარდონ შემოსავალი. კომპანიებს შერჩევის მოქნილი მოდელი აქვთ: ერთჯერადი ვაკანსიის გამოცხადება ან ყოველთვიური, საჭიროებებზე მორგებული subscription პაკეტი.
Awork კონკურენტებისგან განსხვავდება ერთი ძირითადი ნიშნით: ის ზუსტად ერგება იმ სეგმენტს, სადაც კადრების სწრაფი შერჩევაა საჭირო და პროცესი ხშირად სტრესულად აღიქმება.
ამ ინოვაციური მიგნების გამო Awork თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტიც გახდა.
„მესამედ მივიღეთ მონაწილეობა და გითხრათ სიმართლე წინა წლებში უფრო გვქონდა გამარჯვების იმედი. თუმცა, წლევანდელმა აღიარებამ პასუხიც ცხადად დაგვანახა. ფაქტია, რომ სტარტაპი დღესაც ინარჩუნებს ინოვაციურობას და ერთგვარი ტესტიც აღმოჩნდა ჩვენთვის, გაგვეგო სად ვართ“- ამბობს გიორგი.
Awork-ის გუნდის სამომავლო გეგმები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის ექსპანსიაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












