Banking Tech Awards 2022-ზე  მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი დასახელდა

სუპერ აპი


საქართველოს ბანკი, როგორც ციფრული ბანკი, საერთაშორისო აღიარების მოპოვებას  აქტიურად განაგრძოს. ამჯერად  ბანკმა რიგით 23-ე Banking Tech Awards-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი აღიარა.

 

რა არის SuperApp? ჩვენი მობილურები უამრავ ისეთ აპლიკაციას აერთიანებს, როგორებიცაა: ტაქსის გამოძახების, ბილეთების შეძენის, ონლაინ მაღაზიების, სხვადასხვა ბანკებისა თუ  ფინანსური ინსტიტუტების მობილური აპლიკაციები. ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ ხშირად გვიწევს ამ სერვისებით სარგებლობა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ისაა, რომ ზემოხსენებული სერვისები ერთ სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი და თითოეული პლატფორმის ცალ-ცალკე გამოყენება დღეში რამდენჯერმე გვიწევს. Super app  კი სწორედ ისეთი აპლიკაციაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ  პროდუქტებსა და სერვისების გარდა კიდევ სხვა მრავალი ტიპის მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს.

 

სწორედ ამ იდეით საქართველოს ბანკმა Banking Tech Awards 2022-ზე  აღიარება ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტებთან კონკურენციაში მოიპოვა როგორიცაა: Union Bank of India;  Standard Bank Group; DBS Bank; Davivienda; CTBC Bank; BPI; BNP Paribas.

 

„საქართველოს ბანკის მობილბანკის Super app-ად ქცევის ინიციატივა ბანკის მხრიდან პირველად BOG UPDATE-ზე გაჟღერა. უკვე გადაიდგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები და მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიცაა: ღია ბანკინგი;  ინვესტიციების მოდული, რომელსაც დაემატება კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შესაძლებლობა; ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისი, სამოგზაურო დაზღვევა რომელსაც ავტო  დაზღვევაც დაემატება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სასურველი პოლისის გააქტიურებას მომენტალურად შეძლებს. სამგზავრო ბარათის შეძენა; Lifestyle შეთავაზებები - სივრცე,  ერთგვარი შეთავაზებათა კომპლექტი, რომელსაც ბანკის მომხმარებელს ჩვენი 12,000-ზე მეტი პარტნიორი სთავაზობს. ესაა ფასდაკლებები, საჩუქრები, საკრედიტო პროდუქტებზე შეღავათი და სხვა. ესაა ერთგვარი მარკეტფლეისი, სადაც შესაძლებელია ელექტრონული ანგარიშსწორება, პროდუქტის ნაწილ-ნაწილ ყიდვა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ არ  ვჩერდებით და ამ ყველაფერს სულ  მალე დაემატება: QR ტექნოლოგიის საშუალებით თანხის განაღდება, მიღება, შეძენა – რომელიც მობილბანკს მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად გააციფრულოს ნაღდი ფულის ოპერაციები. სწორედ ეს ყველაფერი, მის საბანკო სერვისებთან ერთად, აძლევს საქართველოს ბანკის აპლიკაციას საშუალებას, გახდეს სუპერ აპი, მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და მარტივად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა არამხოლოდ საბანკო, არამედ ყოველდღიური, ცხოვრებისეული საჭიროებები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვისი შრომის შედეგიცაა ასეთი აღიარება და მადლობა Banking Tech Awards რომ დააფასა ჩვენი მუდმივი მცდელობა, ვიყოთ მომხმარებლის საჭიროებების სადარაჯოზე”,- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 3 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...

საზოგადოება 1696264651

წვიმა ბათუმი
ძლიერი წვიმა ბათუმში - დატბორილია ქუჩები

 ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

საზოგადოება 1696262986

სამუშია
ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შ...

განათლება 1696257903

მეგი გოცირიძე
„თქვენ ვინ უნდა შეაშინოთ, თქვენი შეშინებულის დედა ვატირე“ - მეგი გოცირიძე 

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სიცქსელში წერს: „ახალი მოთრეულები იყვნენ , ჩვენებს ოფისებსა თუ სახლებში რომ უვარდებოდნენ და თოქშოუებში ერთი-ორი ადამიანის გარდა ვერავინ ბედავდა ჯოგის პირისპირ დაჯდომას ,...

სოცმედია 1696256057